ოსამა ბინ ლადენი მოვკალითო, ვაშინგტონმა ისეთი დაბეჯითებით გამოაცხადა, რომ ეჭვი არავის უნდა შეჰპარვოდა. მაგრამ მსოფლიო საზოგადოება მიჩვეულია დასტურის მიღებას და თუ ეს დასტური დროზე არ მიიღო, შეთქმულების თეორიების გაფურჩქვნის ხანა დგება.
თეორიას განსაზღვრება „შეთქმულება“ მანამ ახლავს, სანამ ის უმცირესობას ეკუთვნის. როცა უმრავლესობა მსგავსს და უფრო დაუჯერებელს ირწმუნებს, ის აღარაა კონსპირაციული, ანუ შეთქმულებისა. ასეთ თეორიებს ასაზრდოებს ეჭვი, რომ რაღაცას მალავენ. ვაშინგტონი ახლა მოწადინებულია, გააქარწყლოს ეს ეჭვები და ახსნა-განმარტებას იძლევა, რა და რატომ. მსოფლიო ორ ნაწილად გაიყო. ერთ ნაწილს სჯერა ვაშინგტონის ნაამბობისა, მეორეს არა. მათ შორის, ვისაც არ სჯერა, არიან იმ ქალაქის მცხოვრებნიც, სადაც აშშ-ის სპეცრაზმმა ოპერაცია ჩაატარა. ამ ქალაქში, დედაქალაქ ისლამაბადიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარე აბოტაბადშია რადიო თავისუფლება-რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის „რადიო მაშაალის“ კორესპონდენტი ფავად ალი შაჰი, რომელიც გვიხსნის, რატომ არა სჯერათ აბოტაბადელებს მომხდარის ოფიციალური ვერსიისა:
„ოსამას სიკვდილის შემდეგ უკვე მესამე დღეა აბოტაბადში ვარ. ასზე მეტ ადამიანს ვესაუბრე ამ თემაზე და მათი უმრავლესობა ვერ იჯერებს, რომ ოსამა აქ მოკლეს. როცა მათ ეკითხები, რატომ არა სჯერათ, პასუხი ასეთია: როგორ შეიძლებოდა ის აქ დამალულიყო, როცა აბოტაბადი პაკისტანის არმიის ცენტრია? ბინ ლადენი პაკისტანის არმიის მიერ ძებნილთა სიაში პირველ ადგილზე იყო და რანაირად შეიძლებოდა მას ეცხოვრა აქ, განსაკუთრებით ქალაქის იმ ნაწილში, ბილალში მდებარე სახლში, რომელიც პაკისტანის სამხედრო აკადემია „კაკულის“ უშუალო სიახლოვეშიაო.“
ამ წყნარი, მშვიდობიანი ქალაქის მცხოვრებლებმა ალი შაჰს ჰკითხეს, თუ აქ მოკლეს, რატომ არ არის ფოტოები, რატომ არ ჩანს ამის დასტურიო. ისინი ფიქრობენ, რომ საქმე გვაქვს აბოტაბადის წინააღმდეგ შეთქმულებასთან. მათ ჩვენს კორესპონდენტს უთხრეს, ამერიკის მთავრობა რაღაცას მალავს... აბა, როგორ გავიგოთ სხვანაირად, ამდენ ხანს ეძებდნენ როგორც მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტს, როგორც იქნა მიაგნეს, მოკლეს და უფრო გასაგები იქნებოდა, ეს ფაქტი საქვეყნოდ დაედასტურებინათო. ზოგიერთი აბოტაბადელი ამბობს, ყველაფერი დადგმული იყო - სამხედრო ოპერაციაც, შენობაში შესვლაც და, ბოლოს, მოკლულის ზღვაში დაკრძალვაცო. და არა მხოლოდ პაკისტანელი უბრალო მოქალაქეები, პოლიტიკოსებს შორისაც არიან ისეთები, ვინც კიდევ უფრო შორს მიდის. ხიბერ პაკტვინას პროვინციის საბჭოს წევრი მუფტი კიფაიატულა ამბობს, ოსამა ბინ ლადენი სხვაგან მოკლეს და მისი გვამი აბოტაბადში ჩამოიტანესო. რა მიზნით შეიძლებოდა ეს ექნათ?
„მთელი ეს ამბავი გამოგონილია. ის სადღაც სხვაგან დააპატიმრეს და აქ, ამ წყნარ ქალაქში, აბოტაბადში ჩამოიყვანეს იმისთვის, რომ აშშ-ს უპილოტო თვითმრინავით დარტყმა განეხორციელებინა. ვერ ვიზიარებ აზრს, რომ პირველი ოპერაცია აბოტაბადში ჩატარდა. პაკისტანის არმიამ ის სადღაც სხვაგან დაიჭირა. ამერიკელების ზეწოლის შედეგად, გადაეცათ მათთვის ბინ ლადენი, პაკისტანის არმიამ მოაწყო ეს ხელოვნური ოპერაცია და გაავრცელა ცნობები მისი მოწამებრივი სიკვდილის შესახებ.“
უამრავი შეკითხვა, მათგან გამომდინარე თეორიები შეთქმულებისა და საიდუმლო ზრახვების თაობაზე (მათ შესახებ, როგორც პაკისტანიდან იუწყებიან, საგანგებოდ ამ ქვეყნის ტელევიზიით მოისმენთ) ამერიკელ ოფიციალურ პირებს, რომლებიც რეგიონში საქმიანობენ, აიძულებს თავი დაიცვან, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის მიერ „ალ ყაიდის“ დამაარსებლისა და მეთაურის, ოსამა ბინ ლადენის მოკვლა ტერორიზმთან ბრძოლაში დიდ წარმატებად იქნა შეფასებული. აშშ-ის წარმომადგენელი რეგიონში, მარკ გროსმანი, პაკისტანელ და ავღანელ ოფიციალურ პირებთან საუბრების შემდეგ, იძულებული იყო ადგილობრივი მედიისთვის ეთქვა, რამდენი შეთქმულების თეორიაც გნებავთ, იმდენი იქონიეთ, ის მკვდარია და ეს კარგიაო.
ვაშინგტონი აცხადებს, რომ ის დარწმუნებულია, მოკლა, ვინც უნდა მოეკლა, რომ ეს დადასტურდა ექსპერტიზის მიერ და სახის ამოცნობაც შედგა. ამერიკელი ოფიციალური პირები 2 მაისს იუწყებოდნენ, 99,9 პროცენტით ვართ დარწმუნებული, რომ ეს მართლაც ოსამა იყო, მისი დნმ-ი დაემთხვა მისი დის დნმ-სო. რაც შეეხება სახის ამოცნობას, გვამის ფოტო ფიზიოგნომისტებმა გააანალიზეს. მათ ის შეადარეს ოსამა ბინ ლადენის ადრინდელ სურათებს და მათაც დადებითი დასკვნა წარმოადგინეს. ვაშინგტონში გვამის ფოტოების გამოქვეყნებზე რამდენიმე დღე მსჯელობდნენ. თვლიდნენ, რომ დასტური საჭიროა საზოგადოებისთვის, სხვანი კი მიიჩნევენ, რომ ეს ფოტოები შოკს გამოიწვევდა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, პრესმდივანმა ჯეი კარნიმ 3 მაისს უთხრა ჟურნალისტებს, „შემზარავი ფოტოაო“. ფოტო,როგორც ჩანს, გადაღებულია უშუალოდ მოკვლის შემდეგ. ბინ ლადენს, სულ მცირე, ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი თავში. ფოტოს გამოქვეყნების მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ ამის გაკეთება არა იქნებოდა სწორი, რომ ეს შეურაცხყოფდა მაჰმადიანებს, რომ ამას ბოროტად გამოიყენებდნენ ექსტრემისტები. სხვები - მათ შორისაა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელი ლეონ პანეტა - თვლიან, რომ სურათის გამოქვეყნება ღირს. პანეტამ NBC-ს უთხრა: მთავარი ისაა, რომ მივაგენით ბინ ლადენს და მთელ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ, რომ შევძელით მისი მიკვლევა და მოკვლაო. აზრთა სხვადასხვაობას ბოლო მოუღო პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოქვეყნებულიყო ფოტო. შეთქმულების თეორიები არ წარმოიქმნება მხოლოდ იმის გამო, მართლა ოსამა ბინ ლადენი მოკლეს თუ არა.
ალბათ, ეჭვებს აღძრავს თვითონ სამხედრო ოპერაციის ჩატარების გარემოებები. როგორც „ასოშიეიტიდ პრესი“ იუწყება, უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ ბრენანმა ორშაბათს თქვა, ჩვენ საშუალება გვქონდა ოპერაციის მსვლელობისთვის რეალურ დროში გვედევნებინა თვალყურიო. დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელმა ლეონ პანეტამ კი სამშაბათს „პი-ბი-ესს“ განუცხადა, ოპერაცია რომ დაიწყო, 20-25 წუთის განმავლობაში არ ვიცოდით რა ხდებოდაო. თეთრი სახლის მხრიდან გავრცელებულ სხვა ცნობებშიც იყო შეუსაბამობა. ბრენანი და სხვა ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ბინ ლადენი თავდასხმის დროს შეიარაღებული იყო და ესროლა კიდეც აშშ-ის სამხედროებს. თეთრი სახლის პრესმდივანმა კარნიმ სამშაბათს თქვა, ბინ ლადენი უიარაღო იყოო. ამ ეტაპზე ეს შეუსაბამობები უჩენს შეკითხვებს ხალხს. ვისაც საამისო მიდრეკილება აქვს, შეთქმულების თეორიას ან ქმნის, ან სხვისას იჯერებს. როგორც „ასოშიეიტიდ პრესის“ ავტორი ერიკა ვერნერი წერს, ჯერჯერობით თვითმხილველების ნაამბობი არ მოიპოვება. ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ეჭვს აღძრავს თეთრი სახლისეული ვერსიის მიმართ, მით უმეტეს, ამობს ის, რომ ამ ინციდენტის შესახებ დამოუკიდებელი ინფორმაცია სხვა წყაროსგან არ მოიპოვებაო. არაამერიკელები, ვინც გადაურჩა მომხდარს, პაკისტანის ციხეში არიან.