ოსამა ბინ ლადენი რუსულ პრესაში. „ვედომოსტი“ სკეპტიკურად უყურებს ბოროტზე კეთილის გამარჯვების იდეას და წერს, რომ ბინ ლადენის სიკვდილი ტერორიზმს ვერ დაამარცხებს, რადგან ფესვები პრობლემისა სხვაგანაა:
”ჩვენ რუსეთში შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ შამილ ბასაევის ლიკვიდაცია, ისევე როგორც ბევრი სხვა ლიკვიდაციის ფაქტი, ვერ გახდა მიზეზი ტერორიზმის შემცირებისა ჩრდილოეთ კავკასიაში. თანამედროვე ტერორიზმის ქსელური სტრუქტურა არ გულისხმობს ცენტრალიზებულ მმართველობას. ბოევიკებს აფინანსებს ხალხი და ორგანიზაციები განსხვავებული, მაგრამ კონკრეტული მიზნებით. შესაძლოა „ალ ყაიდა“, როგორც ბრენდი, ნელ-ნელა მოკვდეს, ის ბოლო დროს ისედაც კარგავდა გავლენას და ადგილს უთმობდა ადგილობრივ რელიგიურ ნაციონალისტურ მოძრაობებს”, წერს „ვედომოსტი“ და ცდილობს სკეპტიკური პოზიცია დაიკავოს ტერორიზმთან ბრძოლაში წარმატებაზე საუბრისას.
გაზეთი მოახლოებულ ამერიკულ საპრეზიდენტო არჩევნებს ახსენებს და ამბობს, რომ ეს სვლა ბარაკ ობამას დაეხმარება საარჩევნო კამპანიის დროსო. ამ აქცენტს „იზვესტიაც“ სვამს, თუმცა აღნიშნავს, ამერიკული პოლიტიკის თავისებურება ისაა, რომ შიდა პოლიტიკა განმსაზღვრელი ფაქტორიაო, ანუ არჩევნებამდე დიდი დროა და ყველაფერი დამოკიდებული იქნება უმუშევრობის დონესა და სხვა შიდა ფაქტორებზეო... „იზვესტია“ ყურადღებას ამახვილებს ოფიციალური რუსეთის პოზიციაზე მომხდართან დაკავშირებით. ’მტერი საერთოა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ტერორიზმთან ბრძოლას’- დაახლოებით ასეთია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური პასუხი. გაზეთი ვარაუდობს, რომ მომავალ „დიდი რვიანის“ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტი უფრო კონკრეტული იქნება ბარაკ ობამასთან შეხვედრის დროს, რადგან რუსეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გლობალური ტერორიზმის საფრთხე საკუთარ თავზე გამოსცადაო, შენიშნავს გაზეთი და იხსენებს სხვადასხვა აფეთქებას, სადაც, სავარაუდოდ, „ალ ყაიდას“ კვალიც ერია. ამიტომ რუსეთის ოფიციალური პოზიცია ცალსახააო. ერთი, რაზეც რუსული პრესა დღეს საუბრობს, არის: რა იქნება შემდეგ? მაგალითად, „ვედომოსტი“ წერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საკუთარი მოქალაქეების გაფრთხილებაზე,აგვისტოს თვემდე არ მოდუნდნენ და ყურადღებით იყვნენ საზღვარგარეთ ყოფნის დროს. „იზვესტია“ კი წერს ამერიკული საელჩოების გაძლიერებულ თავდაცვით ზომებზე სხვადასხვა ქვეყნებში.
მოკლედ რომ ვთქვათ, რუსულ პრესაში გაშლილი დისკურსი ორ მთავარ ფაქტორს შეეხება - ერთი, რომ ბინ ლადენი იყო ცენტრალიზებული მონოლითური ტერორისტული სტრუქტურის დასაყრდენი და ამ სტრუქტურისთვის თავის მოკვეთა, ანუ ბინ ლადენის ლიკვიდაცია, გამარჯვების ტოლფასია. მეორეა, როგორც ზემოთ ითქვა, ქსელური ტერორიზმის თავისებურებები… მაგალითად, საინტერესო მოსაზრებას ავრცელებს კონსტანტინ კოსაჩოვი, რომელიც ამბობს, რომ პრობლემასთან ბრძოლა ვერ დასრულდება, თუნდაც რომ ტერორიზმის ყველა ლიდერის ლიკვიდაცია მოხდეს, თუ არ აღმოიფხვრა ძირეული პრობლემა - სიღარიბე და კლასობრივი დაყოფა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. თუმცა მიდგომები რუსულ პრესაში ასეთი ცალსახა არ არის. ტერორიზმის გამომწვევ ფაქტორებზე საუბრისას პრესაში ვხვდებით იდეოლოგიურ, კულტურულ, რელიგიურ ფაქტორებს, როგორც განმსაზღვრელს ტერორიზმისა… თუმცა ცალსახა პასუხები, ბუნებრივია, ახალი ამბების ფორმატში გაჩენილ სტატიებში არ გვხვდება…
დაბოლოს, მწერალი დმიტრი ბიკოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს, ღია ლექსით მადლობას უხდის „ნოვაია გაზეტაში“. ლერმონტოვის ლექსის ადაპტირებულ ვერსიაში ბიკოვი ეუბნება პრეზიდენტს: ’ყველაფრისთვის მადლობა’ - ტელემმართველობისთვის, ჩეჩნეთისთვის, მწკრივში ჩაყენებული პოლიტერთეულებისთვის, ოლიგარქებისთვის, ’პოლიტიკის’ ჩახშობისა და სტაბილურობის ზეიმისთვის.
უნდა დავძინოთ, რომ „დიდი რვიანის“ შეხვედრა, სადაც პრეზიდენტი მედვედევი, პრესის მიხედვით, ბარაკ ობამასთან საერთო საფრთხეებსა და ინტერესებზე ისაუბრებს, მაისის ბოლოს საფრანგეთში გაიმართება.