როცა მსოფლიოში რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტები უფრო და უფრო მატულობს, საუკუნეების წინ დაწყებული მრავალეთნოსიანი თანაცხოვრება გრძელდება ახალციხის პატარა უბანში, რომელსაც თამამად შეუძლია მისცეს მსოფლიოს მაგალითი.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ქალაქი ახალციხე ტაო-კლარჯეთის მეფის ვაჟმა გუარამ მამფალმა მე-9 საუკუნეში დააარსა. ქალაქის თავდაპირველი სახელწოდება, ლომსია, სავარაუდოდ, მე-12 საუკუნეში შეიცვალა. წმ.მარინეს სახელობის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი რაბათში მე-19 საუკუნეში აშენდა.
”რაბათი ერთადერთი უბანია, სადაც კათოლიკებს, ებრაელებს, სომხებს, მართლმადიდებლებსა და მაჰმადიანებს საკუთარი სალოცავები აქვთ. მათ შორის უძველესი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, მე-13 საუკუნით დათარიღებული იოანე ნათლისმცემლის სახელობის კათოლიკური ეკლესიაა. ტაძარი მხოლოდ ნანგრევების სახით შემორჩა”, – ამბობს პადრე ზურაბ კაკაჩიშვილი.
”აია სოფიას სტილზე მართლმადიდებლური ელემენტებით აგებული მეჩეთი, თურქეთის სულთნის ბრძანებით, გამაჰმადიანებულმა აჰმად ფაშა ჯაყელმა მე-18 საუკუნეში მართლმადიდებლური ტაძრის საძირკველზე ააგო. სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი ფუნქციონირებს. მეჩეთში სხვადასხვა საუკუნის ეპიგრაფიკული ძეგლები ინახება”, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ნატო ყრუაშვილი.
რაბათში სინაგოგა 1863 წელს აშენდა. მოქმედ ტაძარში დღეს ლოცვა იშვიათად ტარდება - მხოლოდ მაშინ, როდესაც სინაგოგას ებრაელი ტურისტები სტუმრობენ. ებრაული წესით, ტაძარში ლოცვის ჩასატარებლად მინიმუმ 10 მამაკაცია საჭირო, ახალციხეს კი მხოლოდ 5 ოჯახი შემორჩა. მორწმუნე ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე სიმონ ლევიშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ებრაელთა უმრავლესობამ ახალციხე დატოვა.
რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, ადრიანოპოლის ზავის თანახმად, სამცხე-ჯავახეთიდან მაჰმადიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი თურქეთში გადაასახლეს. მათი ადგილი ერზრუმიდან გადმოსახლებულმა სომხურმა მოსახლეობამ დაიკავა. სომხური სამოციქულო ეკლესიაც სინაგოგის მახლობლად ისევ რაბათში აიგო.
ეთნიკური და რელიგიური სიჭრელით გამორჩეულ რაბათში ამ დროისათვის ერთმანეთის გვერდით სომეხი, ებრაელი, თურქი, ქართველი და ბერძენი ეროვნების მოსახლეობა მრავალი საუკუნეა მშვიდობიანად ცხოვრობს. თუმცა რაბათს ტოლერანტობის სიმბოლო მხოლოდ ორი წლის წინ მიენიჭა.