სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი სამართალდამცავების მუშაობით უკმაყოფილოა. ბოლო ხანებში დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა 6 პროცენტით გაიზარდა, კოკოითის შეშფოთებას კი ყველაზე მეტად ის ფაქტი იწვევს, რომ დამნაშავეთა შორის ყველაზე ხშირად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ხვდებიან. მთავრობის სხდომაზე კოკოითიმ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს ვალერი ვალიევს შენიშვნა მისცა და მილიციის რიგების წმენდა დაავალა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანებში სამართალდამცავი ორგანოებიდან 187 თანამშრომელი დაითხოვეს. ვალიევმა აღნიშნა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებში ატესტაცია ჩატარდება. კოკოითის თქმით, კრიმინალი სამართალდამცავები დე ფაქტო რესპუბლიკას არცხვენენ და მათი სამაგალითო დასჯა მოითხოვა.
დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ ახალი პასპორტების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება. პასპორტიზაციის დაწყების შესახებ კოკოითის ხელისუფლებამ არაერთხელ გამოაცხადა, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. ახალი პასპორტების დასაბეჭდად სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა უკვე ცხინვალშია. კოკოითის დავალებით, პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, გენერალური პროკურატურა, ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახური და სახელმწიფო დაცვის სამსახური ჩაერთვება. დე ფაქტო ლიდერის მოთხოვნით, სასწრაფოდ უნდა მოეწყოს შესაბამისი კაბინეტები, უნდა აიღონ მოქალაქეების ანაბეჭდები და პასპორტი მხოლოდ იმ პირებს მიეცეთ, ვისაც ეს ეკუთვნის.
პასპორტიზაციის დაწყებას ახალგორში 15 თებერვლიდან ელოდებოდნენ. დაბაში ამჟამად 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს, უმრავლესობას ქართველები შეადგენენ. მათ ჯერ არ იციან, ოსური პასპორტების მისაღებად მოუწევთ თუ არა ქართული პირადობის მოწმობების ჩაბარება. ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი ახალი ოსური პასპორტის აღებას აპირებს. მისი თქმით, მისი თანაქალაქელების უმრავლესობაც ამ აზრზეა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაბაში ცხოვრება წარმოუდგენელი იქნება.
დე ფაქტო რესპუბლიკაში პასპორტიზაცია ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. სამხრეთ ოსეთის ძველი ნიმუშის პასპორტები ძალაში 1 ოქტომბრამდე დარჩება.