Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

საჯარო ინფორმაცია ახალციხეში


საჯარო ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბოლო ერთი თვეა აღარავის მოუთხოვია. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი აცხადებს, საზოგადოების განსაკუთრებული აქტივობა 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე იყო.

საჯარო ინფორმაციას ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ითხოვენ. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ყველაზე მეტად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები აქტიურობენ. საკრებულოს იურისტი ირინა ყურმაშვილი ამბობს, რომ საიასგან მათთან ბოლო მოთხოვნა დაახლოებით ერთი თვის წინ შევიდა, რომელშიც ორგანიზაცია საკრებულოს სხდომების ოქმებსა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის სტატისტიკას ითხოვდა.

აქტიური მოსახლეობის გადამზადება მესამე სექტორის მიერ უკვე განხორციელდა. სამართლიანი არჩევნების ახალციხის რაიონის კოორდინატორი ზვიად მერაბიშვილი ამბობს, რომ საჯარო ინფორმაციის მოპოვებაში მათ პრობლემები არც არჩევნებამდე შექმნიათ და არც მას შემდეგ.

საჯარო ინფორმაცია თავიდან რთულად მოსაპოვებელი იყო, განსაკუთრებით პროკურატურიდან და სასამართლოდან ჭირდა. ბოლო პერიოდში კი ვითარება საგრძნობლად შეიცვალა, აცხადებს გაზეთ “სამხრეთის კარიბჭის ქართული მხარის” რედაქტორი ნინო ნარიმანიშვილი.

ახალციხელ ნათელა ჯაფარიძეს პრობლემები წინა მოწვევის საკრებულოსთან აქვს. იგი ამ დრომდე ელოდება პასუხს ავარიული აივნის შეკეთებასთან დაკავშირებით.

გამოკითხული მოსახლეობის პასუხები საჯარო ინფორმაციის მოპოვების თაობაზე არაერთგვაროვანია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ მესამე სექტორმა ისინი ერთ-ერთ საუკეთესო ორგანიზაციად დაასახელა საჯარო ინფორმაციის გაცემის სფეროში, საქართველოს მასშტაბით. მარტის ბოლოს “სამართლიანი არჩევნებისგან” ახალი მოწვევის საკრებულო სერტიფიკატსაც ელოდება.
XS
SM
MD
LG