დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო საქართველოს რეგიონებში რთული ვითარება შეიქმნა. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების შედეგად, იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში ენერგომომარაგება შეუწყდა 200 ათასზე მეტ ადამიანს. დიდთოვლობის გამო, ტყიბული-ქუთაისის მიმართულებით დაიკეტა საავტომობილო და სარკინიზგო მაგისტარლი და ტყიბული-ამბროლაურის გზა. ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო დაკეტილია საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთი და გოდერძის უღელტეხილი. დიდთოვლობის გამო შეფერხებულია საავტომობილო მიმოსვლა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც.
ყველაზე პოპულარული
1