ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით მოწყობილი შეხვედრა ქართულ და ოსურ–რუსულ საგუშაგოებს შორის არსებულ ტერიტორიაზე, სპეციალურად მოწყობილ კარავში, 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მას ქართული მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ესწრებოდა. ოსურ მხარეს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევი წარმოადგენდა. დღევანდელ შეხვედრაში პირველად მიიღო მონაწილეობა ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა გეიდრიუს ჩეკუოლისმა. როგორც ცნობილია, წელს ეუთოს ლიტვა ხელმძღვანელობს და ჩეკუოლისი დღეიდან ჩაერთო მოლაპარაკების პროცესში. გარდა ამისა, შეხვედრას რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. განსახილველ საკითხთა შორის იყო მხარეების მიერ დაკავებული პირების გათავისუფლება და ეგრეთ წოდებული საზღვრის გასწვრივ არსებული ვითარება. წლის დასაწყისში ოსურმა მხარემ საქართველოს არაერთი მოქალაქე საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავა, თუმცა ამ დროისთვის ყველა გათავისუფლებულია. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ცხინვალის ციხიდან, 10 დღიანი დაკავების შემდეგ, სოფელ ბერშუეთის მცხოვრები ორი ქალი და ერთი არასრულწლოვანი ბიჭი გაათავისუფლეს. ხათუნა ბოქოლაშვილი, ლაურა გაზაშვილი და ალექსანდრე ბერიანიძე მეზობელ ოსურ სოფელში ნათესავების სანახავად იყვნენ გადასულები, როცა დააკავეს.
ჯერჯერობით მოლაპარაკება მიმდინარეობს წინა წლებში დაკავებულთა გათავისუფლებაზე. მაგალითად, საქართველოს მოქალაქემ, გვარად ახვლედიანმა, ცხინვალის ციხეში სასჯელი სრულად მოიხადა, მაგრამ მისი გათავისუფლება კვლავ ჭიანურდება. თავის მხრივ, ოსური მხარე 2008 წლის ომის შემდეგ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები არიან. შეხვედრიდან გამოსულმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ბევრად პროდუქტიული იყო და მხარეებმა კონკრეტულ საკითხებზე დაიწყეს მსჯელობა.
მოლაპარაკების პროცესში ეუთოს წარმომადგენლის გეიდრიუს ჩეკოულისისთვის ერგნეთის შეხვედრა პირველი იყო. მისი თქმით, მხარეები ერთმანეთის მიმართ პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ რუსულ მხარეს, პირველ რიგში, დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების Точка-У-ების და სმერჩების განთავსების შესახებ ჰკითხა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. მისი თქმით, გარკვეული პროგრესი დაკავებულთა გათავისუფლების საკითხზე არსებულ მოლაპარაკებებშიც შეინიშნება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო.
დღესვე ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის ეგრეთ წოდებული საზღვრის გამარტივებული რეჟიმით გადაკვეთა შესთავაზა. ქართული მხარე მზადაა სამედიცინო დახმარება დაუბრკოლებლად აღმოუჩინოს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს. უტიაშვილმა ილაპარაკა ცხინვალში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე, როცა 2 თვის ბავშვი იმის გამო დაიღუპა, რომ ქართულ მხარეს მისი გადმოყვანა გაუჭიანურდა.
დაკავებულთა გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედების შესახებ საუბარი ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე გაგრძელდება. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უახლოეს ხანებში როგორც ქართული, ისე ოსური მხარე 6–6 დაკავებულის გათავისუფლებას გეგმავს. ჟენევაში საუბარი ახალგორის ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხსაც შეეხება.