2 თებერვალს მომხდარი შეტაკების შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეულმა სხეულის დაზიანება მიიღო. ქვის სროლის გარდა, დემონსტრანტები იყენებდნენ რკინის საგნებს და დანებს. გვიან ღამემდე კი კაიროს ტაჰრირის ცენტრის სიახლოვეს სროლის ხმა ისმოდა.
დემონსტრანტების მტკიცებით, მათზე თავდასხმაში პრეზიდენტ მუბარაკის მომხრეები და სამოქალაქო სამოსში გადაცმული პოლიციელები მონაწილეობდნენ. მუბარაკის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შემდგომი შეტაკების თავიდან ასაცილებლად 3 თებერვალს ქუჩებში გამოჩნდა სამხედრო პატრული. არმიის ნაწილები ცდილობენ ერთმანეთს დააშორონ დაპირისპირებულები. ხუთშაბათს გავრცელდა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ აჰმედ შაფიქის სატელეფონო მიმართვა, რომელშიც მთავრობის მეთაურმა შერიგებისკენ მოუწოდა დაპირისპირებულ ძალებს და განაცხადა, რომ მომხდარი შეტაკება არ დარჩება უყურადღებოდ:
„მე პირობას ვდებ და საგანგებოდ ვუსვამ ხაზს, რომ მომხდარის მსგავსი ამბები არ დარჩება ყურადღების გარეშე. ვინ არის ის ხალხი, ვინც შევიდა ტაჰრირის მოედანზე და ვინც ეს დაგეგმა? და თუკი ეს არ იყო დაგეგმილი, მაშინ ვინ გაუძღვა მათ იქითკენ?“
ეგვიპტეში მომხდარ შეტაკებას გამოეხმაურა ვაშინგტონი. სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ფილიპ კროულიმ, განაცხადა, რომ პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც თავდასხმაში მონაწილეობდნენ:
„ჩვენ არ ვიცით, ვინ გამოუშვა კაიროს ქუჩებში ეს თავზეხელაღებული ხალხი. მათში ამოიცნეს მთავრობის მომხრეები. მაგრამ ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი. ეს იყო აშკარა მცდელობა, დაეშინებინათ დემონსტრანტები, რომლებიც მიმართავენ მთავრობას და ცვლილებებს მოითხოვენ.“
აჰმედ შაფიქმა შეცდომა უწოდა 2 თებერვალს მომხდარ შეტაკებებს კაიროში და დიალოგისკენ მოუწოდა ოპოზიციას. თუმცა ოპოზიციის ლიდერი მოჰამედ ელ ბარადეი და ოპოზიციური „მუსლიმთა საძმო“ მოითხოვს, ჯერ მუბარაკმა დატოვოს პოსტი. გადადგომისათვის ოპოზიციამ პარასკევამდე მისცა ვადა ეგვიპტის პრეზიდენტს.
მე პირობას ვდებ და საგანგებოდ ვუსვამ ხაზს, რომ მომხდარის მსგავსი ამბები არ დარჩება ყურადღების გარეშე. ვინ არის ის ხალხი, ვინც შევიდა ტაჰრირის მოედანზე და ვინც ეს დაგეგმა? და თუკი ეს არ იყო დაგეგმილი, მაშინ ვინ გაუძღვა მათ იქითკენ? ...
დემონსტრანტების მტკიცებით, მათზე თავდასხმაში პრეზიდენტ მუბარაკის მომხრეები და სამოქალაქო სამოსში გადაცმული პოლიციელები მონაწილეობდნენ. მუბარაკის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შემდგომი შეტაკების თავიდან ასაცილებლად 3 თებერვალს ქუჩებში გამოჩნდა სამხედრო პატრული. არმიის ნაწილები ცდილობენ ერთმანეთს დააშორონ დაპირისპირებულები. ხუთშაბათს გავრცელდა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ აჰმედ შაფიქის სატელეფონო მიმართვა, რომელშიც მთავრობის მეთაურმა შერიგებისკენ მოუწოდა დაპირისპირებულ ძალებს და განაცხადა, რომ მომხდარი შეტაკება არ დარჩება უყურადღებოდ:
„მე პირობას ვდებ და საგანგებოდ ვუსვამ ხაზს, რომ მომხდარის მსგავსი ამბები არ დარჩება ყურადღების გარეშე. ვინ არის ის ხალხი, ვინც შევიდა ტაჰრირის მოედანზე და ვინც ეს დაგეგმა? და თუკი ეს არ იყო დაგეგმილი, მაშინ ვინ გაუძღვა მათ იქითკენ?“
ჩვენ არ ვიცით, ვინ გამოუშვა კაიროს ქუჩებში ეს თავზეხელაღებული ხალხი. მათში ამოიცნეს მთავრობის მომხრეები. მაგრამ ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი...