საქართველოს მთიანეთს დიდად არასდროს ულხინდა, თუმცა განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა ბოლო წლებში, როცა რთული კლიმატური პირობების, უმუშევრობისა და ინფრასტრუქტურის მოშლის გამო ბევრი დასახლებული პუნქტი გაუკაცრიელდა. ამ მხრივ ყველაზე სავალალო მდგომარეობა ხევსურეთშია, რომლის უკიდურესად შემცირებული მოსახლეობა, ფაქტობრივად, მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს. ექსპერტთა შეფასებით, საზღვრისპირა რაიონების დაცლა საშიშროებას უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასაც.
არხოტის ხეობა ხევსურეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ძველად პირიქითა ხევსურეთის ამ ხეობის მოსახლეობა გაერთიანებული იყო არხოტის თემში, რომელიც სამი სოფლისგან შედგებოდა.
არხოტის ხეობის სოფლებიდან ახიელი და ამღა დღემდე არსებობს, სოფელი ჭიმღა კი სრულიად გაუკაცრიელდა. დიდად განსხვავებული ვითარება არც მუცო-არდოტის ხეობაშია. 2002 წლის აღწერის მიხედვით, მუცოში 49 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი, როგორც მუცოს მკვიდრი, პოეტი გელა დაიაური ამბობს, უმძიმესი საყოფაცხოვრებო პირობების გამო სოფელში სამი ოჯახიღაა შემორჩენილი:
„არ არის სატელეფონო კავშირი, ზამთარში 7 თვით იკეტება გზა და მხოლოდ თვეში ერთხელ ისიც შვეულმფრენითაა შესაძლებელი დაკავშირება“.
მუცო და პირიქითა ხევსურეთის სხვა სოფლები დუშეთის რაიონის შემადგენლობაში შედის.
„პირიქითა ხევსურეთში 9-10 სოფელია და მათში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. ეს იმიტომ, რომ არ არის არანაირი პირობები, ინფრასტრუქტურა, დანგრეულია კოშკები, არ არის ტელეფონი, გზა... მხარე მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს... სკოლას არ ჰყოფნის მასწავლებლები - ასეთი პრობლემები ხევსურეთის მთელ ტერიტორიაზეა“, - გვეუბნება რაიონის ტურიზმის სამსახურის უფროსი ზურაბ ჭინჭარაული, რომელიც თავად ხევსურეთიდანაა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ხევსურები, ფშავლები, მთიულები და გუდამაყრელები მშობლიურ კუთხეს დღესაც ტოვებენ, მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური სახის პრობლემებს როდი ქმნის.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ რუსეთთან 700-კილომეტრიანი საზღვრის დიდი ნაწილი საქართველოს მხრიდან მოსახლეობის გარეშეა დარჩენილი, რაც, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, შეშფოთების საფუძველს იძლევა.
„უმოსახლო ტერიტორიის დაცვა წარმოუდგენელია. მთის მოსახლეობა არის ბუნებრივი მესაზღვრე, დემოგრაფიული, თუნდაც სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. მთის მოსახლეობის დეპოპულაცია იწვევს ისეთი საფრთხეების გაჩენას, როგორიც არის: პირველი - დაცვის შეუძლებლობა; მეორე - სხვებს უჩნდებათ სურვილი ამ ტერიტორიების დაკავებისა... რაც ხდება კიდეც“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მამუკა არეშიძემ, რომლის აზრითაც, ვითარების შესაცვლელად მთავრობისა და ზოგადად ხელისუფლების მასშტაბური ძალისხმევაა საჭირო. ამ მოსაზრებას იზიარებს კავკასიის მთიანეთის მდგრადი განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი კობა არაბული, რომლის თქმითაც, წლების განმავლობაში წარმოებული არასწორი პოლიტიკის გამო, ზედაპირული მეთოდებითა და მიდგომით მთას არაფერი ეშველება:
„პროპაგანდით და ლოზუნგებით იქ არავინ დაბრუნდება! სახელმწიფომ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება მთლიანად მთასთან მიმართებაში, მით უმეტეს, მთა ჩვენთვის არ არის რომელიმე ერთი მწვერვალი ან რომელიმე ერთი ხეობა. მთიანის კატეგორიას განეკუთვნება ქვეყნის ტერიტორიის 2/3, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 6-7% არ არის დარჩენილი. წარმოიდგინეთ, როგორი დისბალანსია!.. ამიტომ საჭიროა განსხვავებული და განსაკუთრებული საკანონმდებლო ბაზა, კანონისმიერი მიდგომა და სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლა“.
საკანონმდებლო ბაზის ცვლილებაში, მთიანი რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით, სხვადასხვა სახის შეღავათის დაწესება იგულისხმება, რამაც გამოხატულება უნდა პოვოს განსხვავებულ პენსიებში, ხელფასებში, სხვადასხვა სახის დანამატსა და განსხვავებულ საგადასახადო ტარიფებში, თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე ამბობს, უახლოეს მომავალში არ იგეგმება რაიმე სახის მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებები. მისი თქმით, მთავარი აქცენტი ცალკეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაკეთდება:
„კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები არ იგეგმება. საერთოდ ორი მიდგომა არსებობს: სპეციალური კანონის მიღება ან დარგობრივ კანონებში, ან სახელმწიფო პროგრამებში გათვალისწინება. სახელმწიფო პროგრამის განხორციელების წარმატებული მაგალითია მესტიის, ქობულეთის პროექტები... საბოლოო ჯამში, მსოფლიო პრაქტიკამაც აჩვენა, რომ უმჯობესია კონკრეტული სამთავრობო პროექტები განხორციელდეს. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, ეს არაა მთავარი ფაქტორი იმისათვის, მაღალმთიანი რეგიონი დაიცლება თუ არ დაიცლება. უმთავრესია ინფრასტრუქტურული პირობების გაუმჯობესება და კონკრეტული ფუნქციის შეძენა“.
მაინც რა ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ფუნქციის შეძენაზეა ლაპარაკი? საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი პეტრე კანკავა გამოსავალს ტურიზმის კომპლექსურ განვითარებაში ხედავს:
„ტურიზმი არის იმის საშუალება, რომ რეგიონი არ იყოს მუდმივად სახელმწიფოს დოტაციაზე. ჩვენ აღვადგენთ ძეგლებს, მაგრამ აუცილებელია იქ ადამიანებმა იცხოვრონ. თუ ადამიანმა ყოველდღიურად არ მოუარა იქაურობას, თუ მას არ ექნა შემოსავლის მუდმივი წყარო, მაშინ ის რეგიონი ვერ განვითარდება. კონკრეტულად ამ ადგილს აქვს იმის უნარი, რომ იყოს არა მხოლოდ თავის კმაყოფაზე, არამედ მდიდრულადაც იცხოვროს“.
პეტრე კანკავას თქმით, საქართველოს მთავრობა ეძებს დონორ ორგანიზაციებს ხევსურეთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად. სამშენებლო კომპანია „არსმა“ კი უკვე შეიმუშავა მუცოს რეაბილიტაციის პროექტი, რომლის განხორციელებაზეც დიდ იმედს ამყარებენ ხევსურები, მათ შორის დუშეთის ტურიზმის სამსახურის უფროსი ზურაბ ჭინჭარაული და საკრებულოს წევრი, პოეტი გელა დაიაური, რომელსაც მუცოს რესტავრაციის პერსპექტივამ ლექსიც კი ათქმევინა, თუმცა ჯერ ზურაბ ჭინჭარაულს მოვუსმინოთ:
„თავისთავად, ადამიანი ყოველთვის დამოკიდებულია ფინანსურ მდგომარეობაზე. აქედან გამომდინარე, თუ იქნება ფინანსური ინტერესი, ანუ თუ განვითარდება ტურიზმი და გაჩნდება შემოსავლის წყარო, ხევსურებიც დაბრუნდებიან თავიანთ ადგილებზე და მხარე არ დაცარიელდება. ტურისტებს საქართველოში იზიდავთ განსხვავებული ეთნოკულტურული ტრადიციები, რომლებითაც ხევსურეთი დახუნძლულია“.
გელა დაიაური:
„...სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს,
აქ კი აღარც თორღვას ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო“.

არ არის სატელეფონო კავშირი, ზამთარში 7 თვით იკეტება გზა და მხოლოდ თვეში ერთხელ ისიც შვეულმფრენითაა შესაძლებელი დაკავშირება...
არხოტის ხეობის სოფლებიდან ახიელი და ამღა დღემდე არსებობს, სოფელი ჭიმღა კი სრულიად გაუკაცრიელდა. დიდად განსხვავებული ვითარება არც მუცო-არდოტის ხეობაშია. 2002 წლის აღწერის მიხედვით, მუცოში 49 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი, როგორც მუცოს მკვიდრი, პოეტი გელა დაიაური ამბობს, უმძიმესი საყოფაცხოვრებო პირობების გამო სოფელში სამი ოჯახიღაა შემორჩენილი:
„არ არის სატელეფონო კავშირი, ზამთარში 7 თვით იკეტება გზა და მხოლოდ თვეში ერთხელ ისიც შვეულმფრენითაა შესაძლებელი დაკავშირება“.
მუცო და პირიქითა ხევსურეთის სხვა სოფლები დუშეთის რაიონის შემადგენლობაში შედის.
„პირიქითა ხევსურეთში 9-10 სოფელია და მათში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. ეს იმიტომ, რომ არ არის არანაირი პირობები, ინფრასტრუქტურა, დანგრეულია კოშკები, არ არის ტელეფონი, გზა... მხარე მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს... სკოლას არ ჰყოფნის მასწავლებლები - ასეთი პრობლემები ხევსურეთის მთელ ტერიტორიაზეა“, - გვეუბნება რაიონის ტურიზმის სამსახურის უფროსი ზურაბ ჭინჭარაული, რომელიც თავად ხევსურეთიდანაა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ხევსურები, ფშავლები, მთიულები და გუდამაყრელები მშობლიურ კუთხეს დღესაც ტოვებენ, მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური სახის პრობლემებს როდი ქმნის.
პროპაგანდით და ლოზუნგებით იქ არავინ დაბრუნდება! სახელმწიფომ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება მთლიანად მთასთან მიმართებაში, მით უმეტეს, მთა ჩვენთვის არ არის რომელიმე ერთი მწვერვალი ან რომელიმე ერთი ხეობა...
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ რუსეთთან 700-კილომეტრიანი საზღვრის დიდი ნაწილი საქართველოს მხრიდან მოსახლეობის გარეშეა დარჩენილი, რაც, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, შეშფოთების საფუძველს იძლევა.
„უმოსახლო ტერიტორიის დაცვა წარმოუდგენელია. მთის მოსახლეობა არის ბუნებრივი მესაზღვრე, დემოგრაფიული, თუნდაც სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. მთის მოსახლეობის დეპოპულაცია იწვევს ისეთი საფრთხეების გაჩენას, როგორიც არის: პირველი - დაცვის შეუძლებლობა; მეორე - სხვებს უჩნდებათ სურვილი ამ ტერიტორიების დაკავებისა... რაც ხდება კიდეც“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მამუკა არეშიძემ, რომლის აზრითაც, ვითარების შესაცვლელად მთავრობისა და ზოგადად ხელისუფლების მასშტაბური ძალისხმევაა საჭირო. ამ მოსაზრებას იზიარებს კავკასიის მთიანეთის მდგრადი განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი კობა არაბული, რომლის თქმითაც, წლების განმავლობაში წარმოებული არასწორი პოლიტიკის გამო, ზედაპირული მეთოდებითა და მიდგომით მთას არაფერი ეშველება:
„პროპაგანდით და ლოზუნგებით იქ არავინ დაბრუნდება! სახელმწიფომ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება მთლიანად მთასთან მიმართებაში, მით უმეტეს, მთა ჩვენთვის არ არის რომელიმე ერთი მწვერვალი ან რომელიმე ერთი ხეობა. მთიანის კატეგორიას განეკუთვნება ქვეყნის ტერიტორიის 2/3, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 6-7% არ არის დარჩენილი. წარმოიდგინეთ, როგორი დისბალანსია!.. ამიტომ საჭიროა განსხვავებული და განსაკუთრებული საკანონმდებლო ბაზა, კანონისმიერი მიდგომა და სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლა“.
საკანონმდებლო ბაზის ცვლილებაში, მთიანი რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით, სხვადასხვა სახის შეღავათის დაწესება იგულისხმება, რამაც გამოხატულება უნდა პოვოს განსხვავებულ პენსიებში, ხელფასებში, სხვადასხვა სახის დანამატსა და განსხვავებულ საგადასახადო ტარიფებში, თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე ამბობს, უახლოეს მომავალში არ იგეგმება რაიმე სახის მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებები. მისი თქმით, მთავარი აქცენტი ცალკეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაკეთდება:
„კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები არ იგეგმება. საერთოდ ორი მიდგომა არსებობს: სპეციალური კანონის მიღება ან დარგობრივ კანონებში, ან სახელმწიფო პროგრამებში გათვალისწინება. სახელმწიფო პროგრამის განხორციელების წარმატებული მაგალითია მესტიის, ქობულეთის პროექტები... საბოლოო ჯამში, მსოფლიო პრაქტიკამაც აჩვენა, რომ უმჯობესია კონკრეტული სამთავრობო პროექტები განხორციელდეს. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, ეს არაა მთავარი ფაქტორი იმისათვის, მაღალმთიანი რეგიონი დაიცლება თუ არ დაიცლება. უმთავრესია ინფრასტრუქტურული პირობების გაუმჯობესება და კონკრეტული ფუნქციის შეძენა“.
მაინც რა ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ფუნქციის შეძენაზეა ლაპარაკი? საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი პეტრე კანკავა გამოსავალს ტურიზმის კომპლექსურ განვითარებაში ხედავს:
„ტურიზმი არის იმის საშუალება, რომ რეგიონი არ იყოს მუდმივად სახელმწიფოს დოტაციაზე. ჩვენ აღვადგენთ ძეგლებს, მაგრამ აუცილებელია იქ ადამიანებმა იცხოვრონ. თუ ადამიანმა ყოველდღიურად არ მოუარა იქაურობას, თუ მას არ ექნა შემოსავლის მუდმივი წყარო, მაშინ ის რეგიონი ვერ განვითარდება. კონკრეტულად ამ ადგილს აქვს იმის უნარი, რომ იყოს არა მხოლოდ თავის კმაყოფაზე, არამედ მდიდრულადაც იცხოვროს“.
თუ იქნება ფინანსური ინტერესი, ანუ თუ განვითარდება ტურიზმი და გაჩნდება შემოსავლის წყარო, ხევსურებიც დაბრუნდებიან თავიანთ ადგილებზე...