იმის გარდა, რომ ბელორუსიამ ახალი თავსატეხი გაუჩინა, ეუთოს ახალმა მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ - ლიტვამ - თავისი წინამორბედებისგან ერთგვარ ”მემკვიდრეობად” მიიღო კიდევ არაერთი გადაუჭრელი პრობლემა. მათ შორის ერთ-ერთ მთავარ ადგილს საქართველოს საკითხი იკავებს და, წინასწარი განცხადებების მიხედვით, ლიტვა ერთწლიანი მუშაობის პროცესში საქართველოს პრიორიტეტულ ყურადღებას დაუთმობს. როგორ უყურებს საქართველოში დაბრუნების პერსპექტივებს თავად ეუთო და რა იმედები აქვს თბილისს - თემას ლელა კუნჭულია განავრცობს.
ეუთოს ახალმა მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ - ლიტვამ თავისი ერთწლიანი საქმიანობა იმაზე ფიქრით დაიწყო, თუ როგორ დააბრუნოს ეუთოს მისია ბელორუსიაში. როგორც ცნობილია, მინსკმა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, 31 დეკემბერს მანდატი აღარ გაუგრძელა ეუთოს მისიას. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ დასრულდება ეს პროცესი.
პარალელურად, ლიტვის მორიგე თავმჯდომარეობის დღის წესრიგში აქტუალურობას ინარჩუნებს ეუთოს მისიისთვის მანდატის გაგრძელების საკითხი საქართველოსთან მიმართებითაც. თუმცა, როგორც ყველასათვის ცნობილია, ბელორუსიისგან განსხვავებით, მისიის საქმიანობა აქ არა მასპინძელი ქვეყნის სურვილით, არამედ რუსეთის ძალისხმევით არის დაბლოკილი.
”დნესტრისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტები, ასევე სიტუაცია საქართველოში ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის პრიორიტეტებს შორის იქნება”, - ვკითხულობთ ეუთოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის აუდრონიუს აჟუბალისის გეგმებს ასახავს. აჟუბალისი ხაზს უსვამს რეგიონული თანამშრომლობის როლს ”ეუთოს სივრცეში გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში.“
საქართველოს პრობლემა ეუთოს წიაღში აგვისტოს ომის შემდეგ გამწვავდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა 2-ჯერ დაადო ვეტო ორგანიზაციის მისიის საქართველოში საქმიანობის პერსპექტივას და ის საბოლოოდ დაბლოკა კიდეც 2009 წლის ზაფხულში.
მართალია, 2008 წელს წარმოქმნილმა ამ პრობლემამ 2009 წელს - საბერძნეთის, ხოლოდ 2010 წელს - ყაზახეთის თავმჯდომარეობის ხელში გამოიარა, და იყო ათასნაირი მცდელობაც, მაგრამ მოგვარების გასაღები ჯერ ვერავინ იპოვა.
საქართველოს პრობლემის ფართო განხილვა ბოლოს 2010 წელს, 1-2 დეკემბერს ეუთოს ასტანის სამიტზე შედგა; სამიტზე, რომელზეც, სხვა პრობლემებთან ერთად, წინამორბედმა ყაზახეთმა ლიტვას საქართველოს დილემად ქცეული რობლემაც გადაულოცა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მხარდაჭერა ასტანაში ძალიან ბევრი ქვეყნის დელაგაციამ დაუფარავად გამოხატა, სამიტს მაინც ”ძალიან მძიმეს” უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. ის ამბობს, რომ ასტანის სამიტის ფარგლებში საქართველო 2 კონკრეტული გეგმით მოქმედებდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მიღებული ყოფილიყო სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავდა ეუთოს როლს, მათ შორის - კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესშიც:
”8 პროექტი შევთავაზეთ რუსეთის ფედერაციას, ჩვენი მოკავშირეების მეშვეობით მოლაპარაკებების პროცესში. სამწუხაროდ, ამ სახელმწიფოსთვის, რომლის ხელისუფლებასაც საერთოდ აქვს დაკარგული რეალობის გრძნობა, არცერთი ეს მოფიქრებული, გააზრებული, კონსტრუქციული პოზიცია არ აღმოჩნდა მისაღები. რაც დამთავრდა იმითი, რომ ეუთოს სამიტმა ასტანაში ვერ მიიღო სამოქმედო გეგმა.”
მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმის მიღება ვერ მოხერხდა, ეუთოს მაშინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - ყაზახეთის - საგარეო საქმეთა მინისტრმა კანატ საუდაბაევმა 2 დეკემბერს კმაყოფილებით აღნიშნა, რომ სამიტზე მიღებულმა დეკლარაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჰელსინკის დასკვნით აქტში ასახული 10 ძირითადი პრინციპი, რომლებიც არეგულირებენ ურთიერთობებს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს შორის:
”1. სუვერენული თანასწორობა და სუვერენული უფლებების პატივისცემა; 2. ძალის ან სამხედრო მუქარის გამოუყენებლობა; 3. საზღვრების ურღვეობა; 4. ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა; 5. კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება; 6. შიდა საქმეებში ჩაურევლობა; 7. ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების პატივისცემა - აზრის, სინდისის, რელიგიის, რწმენის თავისუფლების ჩათვლით; 8. თანასწორობა და ხალხის უფლება - თავად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი; 9. სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა; 10. საერთაშორისო სამართლის ვალდებულებათა კეთილსინდისიერი შესრულება.”
ასტანის დეკლარაციაში ხელმეორედ დადასტურებულ ამ პრინციპებს 2 დეკემბერს მხარი რუსეთის ფედერაციამაც დაუჭირა, მაგრამ, აშკარაა, რომ საქართველოსთან მიმართებით მოსკოვი ყველა მათგანს უგულებელყოფს. რუსეთის შეუვალი პოზიციის მიუხედავად, თბილისი იმედოვნებს, რომ უმცირესობაში დარჩენილი რუსეთი უსამართლო პრინციპების დაცვას დიდხანს ვერ გაუძლებს. სწორედ ამაზე გაამახვილებს ყურადღება საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 27 დეკემბერს, როცა მან 2010 წლის შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია გამართა:
”ყველას ესმის, რომ ეუთო არის ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ რუსეთის გამო ვერ ვიყენებთ. ამ პროცესში მარტო ყოფნა ძალიან დიდი ხანი ყველასთვის ძნელია და მითუმეტეს რუსეთისთვის... თუ, რა თქმა უნდა, უნდა, რომ პარტნიორი ქვეყნის სახელი ერქვას.”
თბილისი იმედოვნებს, რომ მხარდამჭერ ქვეყნებთან ერთად, სადაც განსაკუთრებულ როლს ევროკავშირის ქვეყნები და შეერთებული შტატები ასრულებს, საქართველო შეძლებს ეუთოს მისიის დაბრუნებას და მუშაობა ამ მიმართულებით 2011 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
დნესტრისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტები, ასევე სიტუაცია საქართველოში ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის პრიორიტეტებს შორის იქნება ...
პარალელურად, ლიტვის მორიგე თავმჯდომარეობის დღის წესრიგში აქტუალურობას ინარჩუნებს ეუთოს მისიისთვის მანდატის გაგრძელების საკითხი საქართველოსთან მიმართებითაც. თუმცა, როგორც ყველასათვის ცნობილია, ბელორუსიისგან განსხვავებით, მისიის საქმიანობა აქ არა მასპინძელი ქვეყნის სურვილით, არამედ რუსეთის ძალისხმევით არის დაბლოკილი.
”დნესტრისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტები, ასევე სიტუაცია საქართველოში ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის პრიორიტეტებს შორის იქნება”, - ვკითხულობთ ეუთოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის აუდრონიუს აჟუბალისის გეგმებს ასახავს. აჟუბალისი ხაზს უსვამს რეგიონული თანამშრომლობის როლს ”ეუთოს სივრცეში გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში.“
საქართველოს პრობლემა ეუთოს წიაღში აგვისტოს ომის შემდეგ გამწვავდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა 2-ჯერ დაადო ვეტო ორგანიზაციის მისიის საქართველოში საქმიანობის პერსპექტივას და ის საბოლოოდ დაბლოკა კიდეც 2009 წლის ზაფხულში.
მართალია, 2008 წელს წარმოქმნილმა ამ პრობლემამ 2009 წელს - საბერძნეთის, ხოლოდ 2010 წელს - ყაზახეთის თავმჯდომარეობის ხელში გამოიარა, და იყო ათასნაირი მცდელობაც, მაგრამ მოგვარების გასაღები ჯერ ვერავინ იპოვა.
საქართველოს პრობლემის ფართო განხილვა ბოლოს 2010 წელს, 1-2 დეკემბერს ეუთოს ასტანის სამიტზე შედგა; სამიტზე, რომელზეც, სხვა პრობლემებთან ერთად, წინამორბედმა ყაზახეთმა ლიტვას საქართველოს დილემად ქცეული რობლემაც გადაულოცა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მხარდაჭერა ასტანაში ძალიან ბევრი ქვეყნის დელაგაციამ დაუფარავად გამოხატა, სამიტს მაინც ”ძალიან მძიმეს” უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. ის ამბობს, რომ ასტანის სამიტის ფარგლებში საქართველო 2 კონკრეტული გეგმით მოქმედებდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მიღებული ყოფილიყო სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავდა ეუთოს როლს, მათ შორის - კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესშიც:
ყველას ესმის, რომ ეუთო არის ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ რუსეთის გამო ვერ ვიყენებთ. ამ პროცესში მარტო ყოფნა ძალიან დიდი ხანი ყველასთვის ძნელია და მითუმეტეს რუსეთისთვის ...