ახალ წელს საძილე ტომრებში და ღია ცის ქვეშ შეხვდნენ თბილისში, ხსოვნის მემორიალთან მიმდინარე ომის ვეტერანთა მასობრივი შიმშილობის აქციის მონაწილეები. ვეტერანებს, რომელთა უკანაც ათასობით მათ ბედქვეშ მყოფი მოქალაქეა, აქვთ მხოლოდ სოციალური მოთხოვნები - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ნაბრძოლი ადამიანების დასაქმება და დაფასება, რაც მათ არც ერთი ხელისუფლების ხელში არ ეღირსათ. რამ მიიყვანა ეს ქვეყნის მიმართ ვალმოხდილი ადამიანები უკიდურეს გადაწყვეტილებამდე და როგორ შეიძლება გადაწყდეს მათი მოთხოვნები?
კაპიტანი მალხაზ თოფურია შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2009 წელს მორიგი საორგანიზაციო-საშტატო რესტრუქტურიზაციის შემდეგ დაითხოვეს. ოფიცერი, რომელმაც სამხედრო ძალებში, საერთო ჯამში, 15 წელი გაატარა, ბედის ანაბარა დარჩა - ხელისუფლებას მისთვის არ მიუცია კომპენსაცია, არ შეუთავაზებია ალტერნატიული სამსახური ოჯახის სარჩენად, რაც ჩვეულებრივი ამბავია ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც დიდი სიფრთხილით ეკიდებიან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული მოქალაქის სოციალურ ადაპტაციას. ორი შვილის მამა, რომელიც თბილისის ხსოვნის მემორიალთან მეექვსე დღეა შიმშილობს, თვეში იღებს მხოლოდ 22 ლარიან ვაუჩერს კომუნალური გადასახადებისათვის და მგზავრობის ბარათს საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო სარგებლობისთვის.
„თითოეული ეს ვეტერანი ბიჭი, რომელიც აქ არის, მართლა გაუსაძლის მდგომარეობაშია - შუქი ჩაჭრილი, არანაირი შემოსავალი, არანაირი დახმარება, არანაირი არსებობის საშუალება. მართლა შემიძლია ვთქვა, თითქმის 98 პროცენტი დათხოვნილია სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურიდან მხოლოდ და მხოლოდ იმ ნიშნით, რომ არიან ვეტერანები.“
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1992-93 წლებში ნაბრძოლი სამხედრო კადრების სამსახურიდან დათხოვა 2003 წლიდან დაიწყო საქართველოში. ბევრჯერ ამ პროცესს თან ახლდა უსულგულო, დამამცირებელი დამოკიდებულება. პირად შემადგენლობას უცხადებდნენ მორიგ საორგანიზაციო-საშტატო რესტრუქტურიზაციას, მთელი პერსონალი გაჰყავდათ კადრების განკარგულებაში, კანონით დადგენილი სამი თვის შემდეგ კი სამსახურში აბრუნებდნენ ან იმას, ვინც სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას აწყობდა, ან სამსახურში აჰყავდათ ახალი კადრები. როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების ვეტერანი მალხაზ თოფურია ამტკიცებს, სწორედ ამ ფორმით დაითხოვეს ისიც სამსახურიდან, მიუხედავად იმისა, რომ მის ნამსახურების ნუსხაშია მონაწილეობა როგორც 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტში, ასევე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში.
ბოლო წვეთი, რამაც ვეტერანების მოთმინების ფიალა აავსო, აღმოჩნდა არა ცოცხლად დარჩენილი, არამედ დაღუპული მებრძოლების ხსოვნის შეურაცხყოფა. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მებრძოლმა სარდაფში უპატრონოდ დაყრილი იპოვა აფხაზეთში დაღუპულ ეროვნულ გვარდიელთა სურათები. როგორც ერთ-ერთი მოშიმშილე ვეტერანი, თამაზ გოჩაშვილი, ამბობს, დაღუპულთა სურათები ხსოვნის დაფიდან ჩამოხსნა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელობამ.
აღსანიშნავია, რომ ეს ინტერვიუ მოშიმშილე ვეტერანებთან რადიო თავისუფლებამ 2010 წლის 30 დეკემბერს, შიმშილობის მეოთხე დღეს, ჩაწერა. ამ ხნის განმავლობაში ვეტერანების შიმშილობის აქციას და ასევე მათ მოთხოვნებს არ გამოხმაურებია არც თავდაცვის სამინისტრო და არც ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, თუ არ ჩავთვლით ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. აქციას, ძირითადად, წაუყრუეს ეროვნულმა ტელეკომპანიებმა. არადა, პრობლემის დამალვა და იმის იმედად ყოფნა, რომ მოშიმშილეები დაიღლებიან და დაიშლებიან, გამოსავალი არ არის. პრობლემა, რასაც ჰქვია სამხედრო ვეტერანების სოციალური დაცვა, მათი დასაქმება თუ საპენსიო უზრუნველყოფა, დიდი ხანია ითხოვს გადაჭრას. ცხადია, ხელისუფლებას ერთი ხელის მოსმით არ შეუძლია 10 ათასზე მეტი ვეტერანისა თუ სამხედრო პენსიონერის შემოსავლის გაზრდა, მაგრამ ორი-სამი წლის წინ რომ დაწყებულიყო სამხედრო სამსახურიდან შტატების შემცირებისა თუ საორგანიზაციო-საშტატო რეორგანიზაციის შედეგად დათხოვნილი ადამიანების გადამზადება, ვითარება გაცილებით უკეთესი იქნებოდა. თუმცა არც ახლაა გვიან, მით უფრო, რომ საქართველოში შენდება ბევრი მცირე საწარმო, სასტუმრო, ტურისტული ობიექტი თუ აგროფირმა, სადაც შეიძლება დასაქმდნენ სამხედრო ვეტერანები, ვალმოხდილი ადამიანები, რომლებიც ამას იმსახურებენ.