2010 წელს ქუთაისელები არაერთგვაროვან შეფასებას აძლევენ, თუმცა ფიქრობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით ეს წელი ქალაქისთვის წარმატებული იყო. მოქალაქეების დიდ ნაწილს ხიბლავს რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ტემპი, რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ნაწილი კი დასძენს, რომ მათთვის და მათი ოჯახისთვის ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. მოსახლეობის უმრავლესობა სამუშაო ადგილების სიმცირესა და დასაქმების პრობლემებზე საუბრობს. ოპოზიციის წარმომადგენლები ბიზნესსექტორის ხელშეწყობის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ადგილობრივი ხელისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტებით კმაყოფილია და მომავალ წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან მეტ მიზნობრივ ტრანსფერს ელოდება.
ქუთაისელები ფიქრობენ, რომ ქალაქში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის იდეამ არ გაამართლა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ მისი საპარლამენტო ქალაქით ჩანაცვლება გადაწყვიტა. ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად ფორმირებას ახალგაზრდები იმედით ხვდებიან, პენსიონერებისთვის კი საარსებო მინიმუმით დაკმაყოფილება უფრო მნიშვნელოვანია.
საამშენებლო სფეროში ხელისუფლების მონაპოვარს ოპოზიციაც აღიარებს, თუმცა საკრებულოს წევრს, ახალი მემარჯვენეების ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელს მამუკა მღვდელაძეს შესრულებული რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით აქვს შენიშვნები.
ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე მიიჩნევს, რომ ქუთაისისთვის ფუნქციის დასაბრუნებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად ინფრასტრუქტურის განვითარებაა მნიშვნელოვანი.
ქუთისელების ერთ ნაწილს 2010 წელი საკადრო ცვლილებებითაც დაამახსოვრდა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უხმაუროდ და განსაკუთებული გართულებების გარეშე ჩატარდა და საკრებულოს წევრთა რაოდენობა 15-დან 25-მდე გაიზარდა.
ქუთაისელებს მიაჩნიათ, რომ 2010 წელი ქალაქისთვის პოლიტიკურად აქტიური იყო, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილი ქუთაისს რამდენჯერმე ესტუმრა და ყველა მშენებარე თუ სარეკონსტრუქციო ობიექტზე მუშაობა თავად გააკონტროლა.