2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ახალციხეში ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას საკრებულოში მისვლა და საკუთარი აზრის დაფიქსირება 25 ნოემბრამდე შეუძლია. მიუხედავად კანონით მინიჭებული უფლებისა, საზოგადოების აქტიურობა მაინც არ შეიმჩნევა. კითხვაზე, იციან თუ არა ამ უფლების შესახებ, პასუხები თითქმის იდენტურია.
,,არ ვიცი, არაფერი უთქვამთ.”
,,არაფერი გამიგია.”
,,ვიცი, მაგრამ ვერ ვერკვევი ამ საკითხებში და არც მივალ.”
მუნიციპალტეტის გამგეობის მიერ წარდგენილ კანონპროექტში პრიორიტეტი ისევ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ჯანდაცვას, ინფრასტრუქტურასა და სოფლის მეურნეობას ენიჭება. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო განყოფილების უფროსი გაგა ივანიძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა მომავალ წელსაც უკვე აღებულ კურსს გააგრძელებს.
ა/ო დემოკრატ მესხთა კავშირი 2010 წლის ბიუჯეტის მონიტორინგს ახორციელებდა. კავშირის თავმჯდომარე გია ანდღულაძე ამბობს, რომ საკანონმდებლო კუთხით პრობლემა არ დგას. მთავარი პრობლემა, მისი აზრით, მოსახლეობის პასიურობაა:
”მოსახლეობას თუ პირადად არ ეხება, კონკრეტულად არ ეხება პრობლემა, ძალიან პასიურია. საკანონმდებლო დონეზე პრობლემა არ არის. არსებობს კანონი, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ ბიუჯეტი გამჭვირვალე იყოს.”
მოსახლეობის პასიურობას მათი არაინფორმირებულობითა და თვითმმართველობისადმი დაკარგული ნდობით ხსნის სამართლიანი არჩევნების ახალციხის ოფისის წარმომადგენელი. ამალია სარქისიანი ფიქრობს, რომ, არაერთხელ გამართული შეხვედრების მიუხედავად, მოსახლეობა მაინც არ აქტიურობს:
”მოსახლეობა ნაკლებად არის ინფორმირებული საკუთარ უფლებებზე, ეს ერთი ფაქტორი, და, კიდევ, საზოგადოებას ნდობა აქვს დაკარგული თვითმმართველობისადმი და ამაზე უნდა იფიქროს თვითმმართველობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ კუთხით გადადგან ნაბიჯები. ჩვენ შეხვედრებს ვაწყობთ მედიას, მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის.”
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარდგენილ კანონპროექტში 2010 წლის ბიუჯეტი 7 მილიონ 400 ათასი ლარით განისაზღვრა. მომავალი წლის ბიუჯეტი კი გაცილებით მეტი იქნება. მუნიციპალიტეტის საკრებულო კანონპროექტის შესახებ ნოემბრის ბოლოს იმსჯელებს.