ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ, მხარეებმა თითქმის ერთხმად დაადასტურეს მიზანი, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, დღეს მოქმედ საარჩევნო კოდექსს მასშტაბური ცვლილებები უნდა შეეხოს. თუმცა ამისათვის საჭიროა იმავე მხარეების შეთანხმება არაერთ პრობლემურ მუხლსა თუ პუნქტთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ ეთანხმება ხელისუფლების პოზიციას, რომ შეთანხმების მიღწევა მხოლოდ სრული კონსენსუსის გზით იყოს შესაძლებელი.
„იმედი მაქვს, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ მივიღებთ თვისებრივად ახალ საარჩევნო კოდექსს, რომელიც განსაზღვრავს თვისებრივად ახალ და გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოს“, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 10 ნოემბერს, მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი მასპინძლობით გამართული მოსალოდნელზე ხანგრძლივი, დაახლოებით ოთხსაათიანი შეხვედრა დასრულდა. მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას მოლაპარაკებების პირველ რაუნდში მონაწილე 15-ვე პარტია აღნიშნავს – იქნება ეს თვისებრივად ახალი თუ სრულიად ახალი საარჩევნო კოდექსის შექმნის აუცილებლობა.
მაგალითად, საპარლამენტო პოლიტიკური ძალის „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა საარჩევნო კოდექსის სრულიად ახალი ვარიანტის შექმნას ემხრობა. ის ფიქრობს, რომ დროა, მთლიანად შეიცვალოს კოდექსი, რომელში შემავალ ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის მუხლებსაც ხელისუფლება შესანიშნავად იყენებდა არჩევნების შედეგებზე სათავისო ზემოქმედებისათვის. ბუნებრივად იბადება კითხვა – მაშინ რატომ მოისურვა იმავე ხელისუფლებამ ამჟამად საარჩევნო კოდექსის ძირეული შეცვლა? ბაჩუკი ქარდავა რეალობას როგორც შიდა, ასევე საგარეო ფაქტორებით ხსნის.
„საერთაშორისო გარემო და ქვეყანაში შექმნილი ვითარება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველომ რეალურად არ გადადგას ნაბიჯი დემოკრატიისკენ... ხოლო დემოკრატია არჩევნების გარეშე არ არსებობს. არჩევნები ის კი არ არის, რომ ცხადდება არჩევნები და ნებისმიერ არჩევნებში იმარჯვებს მმართველი პარტია ჩვენს ქვეყანაში... ერთი ფაქტი მაინც მითხარით, როცა რევოლუციის გარეშე შეიცვალა ხელისუფლება... თუ ჩვენ არ წავალთ არჩევნების გზით, მივიღებთ რევოლუციას. ამას უკვე არც საერთაშორისო თანამეგობრობა დაუშვებს და ვერც ხალხი შეეგუება ჩვენს ქვეყანაში... რევოლუცია არის ნგრევა და ქართული სახელმწიფოებრიობის დასამარება, არჩევნები კი გამოსავალია. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეს ესმის და იმიტომ ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან“, – ამბობს ქარდავა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით დაწყებულ მოლაპარაკებებს იმ პროცესის ლოგიკურ გაგრძელებად აფასებს, რომლის ფარგლებშიც, საარჩევნო კანონმდებლობის მისამართით არაერთი მწვავე უკმაყოფილება გამოითქვა. მათ შორის, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაც და შემდეგაც. ახლა ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებულ ეჭვებსა და კითხვის ნიშნებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეღოს ბოლო.
ასეა თუ ისე, მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრებილი როგორც სახელისუფლო, ასევე ოპოზიციური პარტიები, საერთაშორსო ორგანიზაციებისა და მე-3 სექტორის თანდასწრებით, განსხვავებული პოზიციების მოსმენისა და ნებისმიერ საკითხზე მსჯელობის პირობას დებენ. თუმცა ერთია მსჯელობა და მეორეა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რის გარეშე ვერც საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვლება.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პავლე კუბლაშვილი ამბობს, გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით, ჯერჯერობით, მხოლოდ კონსენსუსის მექანიზმი არსებობს:
„ჯგუფის მიერ გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის წესით. თუმცა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებზეც კონსენსუსი არ შედგება, როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, ეს ალბათ სამომავლოდ იქნება გარკვეული“...
მოლაპარაკებებში პარტიათა „რვიანის“ სქემით ჩართული რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი იმედოვნებს, რომ გამოსავლის მოძებნა მოხერხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამოქმედდება არა შედეგზე, არამედ შედეგის დაბლოკვაზე ორიენტირებული მექანიზმი.
„მთავარია, რომ მოხერხდეს შეთანხმება ნაციონალურ მოძრაობასა და ოპოზიციას შორის... ოპოზიციაში როგორ განისაზღვროს, გადაწყვეტილების მიღების რა მექანიზმია საჭირო, ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ მომავალ შეხვედრაზე – იქნება ეს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, უფრო მაღალი კვორუმი თუ რაიმე სხვა ფორმა... მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია იმაზე, რომ სრული კონსენსუსია საჭირო, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს უფრო დაბლოკვის მექანიზმია, ვიდრე ხელშეწყობის. არ შეიძლება, ერთ რომელიმე პარტიას, ვთქვათ – რესპუბლიკურ პარტიას, ან თუნდაც სამ პარტიას ჰქონდეს მექანიზმი – ხელისუფლებისა და ოპოზიციის უმრავლესობის მიერ მოწონებული გადაწყვეტილებების ბლოკირების, – უთხრა დავით ბეძენიშვილმა რადიო „თავისუფლებას“.
გადაწყვეტილებების კონსენსუსის გზით მიღებას, მმართველ პარტიასთან ერთად, ამ ეტაპზე მხარს საპარლამენტო პარტიათა დიდი ნაწილი უჭერს. მათ რიცხვში არ შედის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, რომელიც 10 ნოემბერს დაწყებულ პროცესში როგორც ოპოზიციურ პარტიათა „რვიანის“, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წამყვანი პოლიტიკური ძალის სახელით არის ჩართული. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მხარეები გადაწყვეტილებების მიღების წესებთან დაკავშირებით, ეს 17 ნოემბერს გაირკვევა. როგორც ცნობილია, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი სწორედ 17 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში გაიმართება.