ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლისა და დასუფთავების გადასახადებს ქუთაისის მოსახლეობა ყოველთვიურად ბანკში იხდის. კომუნალური გადასახადების გადამხდელთა ინფორმაციით, ტარიფს საბანკო მომსახურების თანხაც ემატება, რის გამოც იგი 2-3 ლარით ძვირდება. რადიო „თავისუფლების“ რესპონდენტების განმარტებით, გადახდისუნარიანი, ძირითადად, ის მოქალაქეები არიან, რომლებსაც ხელფასი ან პენსია ბანკში ერიცხებათ. ერთ-ერთი მათგანის, დარეჯან ზვიადაძის თქმით, კუთვნილი პენსიის ასაღებად და გადასახადების გადასახდელად ბანკში ყოველთვიურად ორმაგ რიგში უწევს დგომა.
მოსახლეობის კომუნალური პრობლემებით დაინტერესებულია იმერეთში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ახალგაზრდული სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაცია“. ასოციაციის ხელმძღვანელის, ზაზა ხელაძის ცნობით, იმერეთის სოფლებში მოსახლეობა ისევ ელექტროენერგიის საერთო მრიცხველებით სარგებლობს და მათთვის გადასახადის გადახდის ეს ფორმა მიუღებელია.
როგორც ზაზა ხელაძე აღნიშნავს, ქუთაისში გუმათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგია საერთო მრიცხველებით მიეწოდება, ამასთან, გადასახადს ორპირის რაიონის სერვისცენტრში იხდიან , რაც წლებია მათ უკმაყოფილებას იწვევს, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება.
ახალგაზრდული სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქუთაისში პრობლემები იმ აბონენტებსაც აქვთ, რომლებსაც წყლის მრიცხველები გასულ ზაფხულს დაუმონტაჟეს.
მაისურაძის ქუჩის ცხრა ნომერში მცხოვრები ირინა ჭელიძე რადიო „თავისუფლებას“ მრავალბინიანი სახლის წყალმომარაგების პრობლემებზე ესაუბრა. მისი თქმით, სახლში დადგმული საერთო მრიცხველით დახარჯული წყლის რაოდენობა კონტროლდება, აბონენტი გადასახადს სულადობის შესაბამისად იხდის, თუმცა, ზოგჯერ, ერთ-ერთი მობინადრის გადასახადის გადაუხდელობის გამო, წყალი მთელ სახლს ეთიშება.
ქუთაისელთათვის ბუნებრივი აირი ზამთარში გასათბობად შედარებით იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებაა. თუმცა, როგორც „ქუთაისი გაზის “ წარმომადგენლები აცხადებენ, ქალაქში ოთხი ათასი აბონენტის ბინა, ჯერჯერობით, გაზიფიცირებული არ არის. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც გაზმომარაგებით სარგებლობს, ტარიფის სიძვირეზე ჩივის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როცა კომპანიის მიერ დადგენილი კოეფიციენტი ჩვეულებრივზე მაღალია.