3 ნოემბერს მოსკოვში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ვიქტორ ჩერნომირდინი - რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მრავალწლიანი სტაჟის მქონე პოლიტიკური მოღვაწე, რომლის სახელსაც უკავშირდება კომპანია „გაზპრომის“ დაარსება.
პოსტსაბჭოთა რუსეთის ისტორიაში, ვიქტორ ჩერნომირდინი ყველაზე დიდხანს მუშაობდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ის იყო გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც მთავრობას ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ქაოსით მოცულ მძიმე პერიოდში. ჩერნომირდინის სახელი უდავოდ დარჩება ისტორიაში, როგორც „გაზპრომის“ დამაარსებლისაც - დღეს „გაზპრომი“, როგორც ცნობილია, გაზის მსოფლიოში უდიდესი კომპანიაა.
გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა. ამ უკანასკნელის თქმით, ჩერნომირდინი იყო „მსხვილი პოლიტიკური ფიგურა“ და „რუსეთის ნამდვილი პატრიოტი“. „მან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნის ჩამოყალიბების საქმისთვის, მისი ეკონომიკის, სოციალური სფეროს განვითარებისთვის, მისი საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გამყარებისთვის“, - დასძინა პუტინმა.
სხვა პოლიტიკურმა მოღვაწეებმაც, მათ შორის ჩერნომირდინის როგორც მეგობრებმა, ისე ოპონენტებმა, პატივი მიაგეს იმ კაცის ხსოვნას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პოსტსაბჭოთა რუსეთის გზის განსაზღვრაში.
„ის სახალხო პოლიტიკოსი იყო... ჩერნომირდინი რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ხალხი ახლა, უბრალოდ, სხვანაირად იცხოვრებდაო“, - ეს სიტყები წარმოთქვა ანატოლი ჩუბაისმა, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, რომელიც ჩერნომირდინის პრემიერ-მინისტრობის დროს, მრავალი დავის და კრიტიკის გამომწვევი, პრივატიზაციის პროგრამას ხელმძღვანელობდა.
ჩერნომირდინთან თანამშრომლობა გაიხსენა ვლადიმირ რიჟკოვმაც, გასული საუკუნის 90-ანი წლების შუაში პარტია „ჩვენი სახლია რუსეთი“-ს წევრმა: „ის იყო უაღრესად წესიერი ადამიანი, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით, უაღრესად კეთილგანწყობილი, რომელიც ხმას არასოდეს აიმაღლებდაო“.
ბევრს ალბათ, მართლაც ახსოვს ჩერნომირდინი, უწინარეს ყოვლისა, მისი გაწონასწორებულობით, საბჭოთა პერიოდის ჩინოვნიკური ყაიდით და რამდენიმე, ცოტა არ იყოს, უჩვეულო, მაგრამ თავშესაქცევი გამონათქვამით. მათ შორის ყველაზე გახმაურებულია სიტყვები, რომლებიც ჩერნომირდინმა 90-ანი წლების საფინანსო რეფორმების კონტექსტში წარმოთქვა: „გვინდოდა, ყოფილიყო უკეთ, მაგრამ გამოვიდა ისე, როგორც ყოველთვისო“.
გასული საუკუნის ბოლოს, 92 - 98 წლებში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობისას, ჩერნომირდინს პრეზიდენტ ბორის ელცინის ერთგულ მოკავშირედ მიიჩნევდნენ. თითქმის ერთი დღე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაც კი მოუხდა - 1996 წლის ნოემბერში, როცა ელცინს გულის ოპერაციას უკეთებდნენ.
პრემიერ-მინისტრის პოსტთან გამოთხოვების შემდეგ, ჩერნომირდინი სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი იყო, მოგვიანებით, 2001 - 2009 წლებში - უკრაინაში რუსეთის ელჩი. ვიქტორ ჩერნომირდინის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს საქართველოშიც - კერძოდ, ყოფილმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ.