გორში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ინიციატივით დევნილებისა და განათლების ექსპერტების შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის თემა იყო განათლების რეფორმა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა – ახალი გამოწვევები და პერსპექტივები დევნილებისთვის. დევნილებმა სტუმრებს უთხრეს, რომ ბავშვების მიერ მრავალჯერ სკოლის გამოცვლა, სასკოლო სახელმძღვანელოების უქონლობა მათ სტრესულ მდგომარეობაში აგდებს. დევნილი პედაგოგები სამსახურს ვერ შოულობენ. ვინც საქმდება, მასაც მხოლოდ რამდენიმე საათს აძლევენ სკოლაში. ამ თემებზე იძულებით გადაადგილებული პირები თითქოს თამამად საუბრობდნენ, მაგრამ როგორც კი აუდიო და ვიდეოაპარატურა ირთვებოდა, საუბარს წყვეტდნენ.
ჩართული აპარატურის წინ რომ დევნილები საუბარს ერიდებოდნენ, ეს სტუმრებმაც შეამჩნიეს. ისინი საუბარზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდნენ, თუ მათი ვინაობა ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩებოდა.
ერთ-ერთმა ახალგაზრდა დევნილმა პედაგოგმა, პატარა ლიახვის ხეობიდან, ჩვენთან საუბარი ახალ სამსახურში შექმნილ პრობლემაზე მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პირობა მიიღო, რომ მის ვინაობას არ გავამხელდით.
პროფესორმა გიორგი მასალკინმაც შეამჩნია დევნილებს შიში. მისი აზრით, ამ შიშს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. თითქმის 20-წლიანი სტრესული მდგომარეობა კონფლიქტის ზონებში მცხოვრებლებს უკვე მენტალურ პრობლემად ექცათ. გარდა ამისა, ხელისუფლების მიერ მათთვის მიჩენილი ადამიანებისგან მუდმივი მუქარა ისმის, რომ პრობლემებზე ხმამაღალი საუბრის შემთხვევაში დახმარებას დაკარგავენ, მათი ოჯახის წევრები კი უსამსახუროდ დარჩებიან. მასალკინის აზრით, დევნილებს დასაკარგი აღარაფერი აქვთ და შიშიც უნდა დაიძლიოს.
განათლების ექსპერტის ნინო კალანდარიშვილის აზრით, დევნილებისთვის მთავარ პრობლემად არაინფორმირებულობა და სამოქალაქო აქტივობის დეფიციტი რჩება. მისი აზრით, იძულებით გადაადგილებული პირები მხოლოდ ხელისუფლების ხელის შემყურე ადამიანებად იქცნენ და მათთვის საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა ჯერჯერობით უცხოა.
ჰაინრიჰ ბიოლის ინიციატივით შეხვედრები სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე ყოველთვიურად გაგრძელდება როგორც შიდა ქართლის, ისე სამეგრელოს რეგიონებში, წამოჭრილი პრობლემების თაობაზე ინფორმაცია კი ფონდის ვებგვერდზე განთავსდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.