ქუთაისში მოქმედი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა საზოგადოებას თავს დროდადრო ქუჩებში სახელდახელოდ მოწყობილი ბრიფინგებით ახსენებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ქალაქის პოლიტიკურ ცხოვრებას ნეგატიურად ახასიათებენ და პრობლემებზე საუბრობენ. კონსერვატორული პარტიის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, პოლიტიკური ცხოვრება ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მთლიანად შეწყდა, ამის მიზეზი კი ფინანსური პრობლემებია.
რესპუბლიკური პარტიის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, წინა მოწვევის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ნაკაშიძემ პარტია ახლახან დატოვა. მან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ პარტიიდან და პოლიტიკიდან დროებით წავიდა. როგორც ოპონენტები ეჭვობენ, ვლადიმერ ნაკაშიძის ტაიმაუტი მოქმედი საკრებულოს მიღმა დარჩენამ განაპირობა.
ქალაქში შექმნილ ინფორმაციულ ვაკუუმზე საუბრობს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე. მისი განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს მედიასაშუალებები არ სწყალობენ.
ჩვენი რესპონდენტების თქმით, იმერეთის რეგიონს და მის ცენტრალურ ქალაქს როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება ყურადღებას მხოლოდ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მიაპყრობს ხოლმე, არჩევნების დამთავრებისთანავე კი ქალაქი ძველ რიტმს უბრუნდება.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს სამსონ გუგავას. იგი ოპოზიციური სპექტრის მუშაობას დადებით შეფასებას აძლევს და მიიჩნევს, რომ ლეიბორისტული პარტია ქალაქში მიმდინარე ყველა პროცესს აქტიურად ეხმაურება და პრობლემების აღმოფხვრას ცდილობს.
ქუთაისური ოპოზიცია პოლიტიკურად გააქტიურებას ნოემბრიდან გეგმავს. სავარაუდოდ, ამ დროისთვის გაიხსნება დიდი ხნის დაკეტილი ოფისები და ქუთაისური ოპოზიციური პარტიების მცირე რიცხვს ერთი ან ორი პოლიტიკური სუბიექტი მიემატება.