ახალ სასწავლო წელს ქუთაისელ მოსწავლეთა უმეტესობა სასწავლო წიგნების მოძიებით იწყებს. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ქუთაისში არ გამოყოფილა სპეციალური ადგილი, სადაც სასკოლო ბაზრობა მოეწყობოდა. ქალაქში, სადაც რამდენიმე წიგნის მაღაზიაა, სასკოლო წიგნების გაყიდვა არამომგებიან ბიზნესად ითვლება და, როგორც ჩვენთან საუბარში მაღაზიის მეპატრონეები აღნიშნავენ, გამომცემლობებთან თანამშრომლობაზე უარი მრავალფეროვანი სახელმძღვანელოებისა და მათი ფასის გამო თქვეს:
„5 დედაენაა, 5 კლასგარეშე. 2-2 მაინც რომ იყოს, კიდევ არა უშავს. რამდენი ჩამოვიტანოთ, რა ვიცი, რომელს მოითხოვს მყიდველი. ყველა წიგნი რომ ჩამოიტანო, ალბათ, 100 ათასი ლარი მაინცაა საჭირო. მე-12 კლასის ქართული ლიტერატურა 18 ლარი ღირს, ჩვენ თვითონ გვრცხვენია მომხმარებლის. ყველა წიგნს თავისი რვეული მოჰყვება. მაგალითად, მე-8 კლასის წიგნები 150 ლარი ღირს.“
მოსწავლეთა მშობლები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით გაუჭირდათ მაღალი კლასების სახელმძღვანელოების მოძიება. ქუთაისის ცენტრში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ბოლო ორი კვირაა ხალხმრავლობაა. მშობლები თავად ცდილობენ უკვე გამოყენებული სახელმძღვანელოები გაყიდონ ან გადაცვალონ სასურველ წიგნებზე. არაოფიციალურ ბაზრობაზე, პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, ყველა ჯგუფის სახელმძღვანელოს მყიდველი და გამყიდველია თავმოყრილი, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, სასურველი წიგნის სასურველ ფასად შეძენა აქაც შეუძლებელია. გამოყენებული სახელმძღვანელოების ფასები ზოგჯერ ახლისას უტოლდება, მიზეზად დეფიციტურობა სახელდება.
„სახელმძღვანელოების შეძენა წელს ძალიან რთული იყო. პირველი კლასის წიგნები მინდოდა, 2 საათი ვიდექი რიგში და როცა მაღაზიაში შევედი, წიგნი აღარ იყო. ფასები იმ მაღაზიებში, რომლებსაც გამომცემლობებთან ჰქონდათ ხელშეკრულება გაფორმებული, უფრო იაფი იყო, მაგრამ არ შემხვდა და ბაზრობებზე 3-4 ლარით მეტი მივეცი.“
„ოთხი მყავს შვილი, მე-6, მე-9, მე-11 და მე-12 კლასებში. მატერიალურად რომ ვერ ვწვდები, ხან ძველებში ვეძებ წიგნებს და ხან ახლებში. ვიყიდე და 2010 წლის გამოცემა თუ არ არის, არ ვარგაო. ერთი და იგივე სკოლაში სწავლობენ და მაინც არ ადგებათ ერთმანეთის წიგნები. ვყიდულობ ნაწილ-ნაწილ. ექვსი წიგნი მაქვს საყიდელი და იქნებ დღეს 2 მაინც ვიყიდო, დანარჩენს მერე ვიყიდი. 3 ლარიან წიგნში გადავიხადე 14 ლარი. წიგნებს ფასები არ უნდა ეწეროს? სწავლობენ ბავშვები და რომ არ ვუყიდო, როგორ შეიძლება?“
წელს იმედი გაუცრუვდათ პირველი კლასის მოსწავლეებს და მათ მშობლებს: პირველკლასელებს არც სასწავლო წიგნები ერგოთ და არც ჩანთები. ჩვენი რესპონდენტის, მარი კუპატაძის თქმით, ხუთი წლის შვილი მან სკოლაში ორი მიზეზით ვერ წაიყვანა - მისი თქმით, ერთ წელიწადში ბავშვი უკეთესად ჩამოყალიბდება და თან ოჯახს მატერიალური საშუალება არ აქვს:
„მირჩევნია წელს იაროს ბაღში. შეიძლებოდა შემეყვანა, მაგრამ ოჯახური მდგომარეობაც მიშლის ხელს - მეორე პატარა მყავს. ბევრი სჭირდება წიგნები, ყველაფერს ხომ თავისი ანგარიში აქვს. წელს წიგნებიც არ რიგდება. ამბობენ, მომავალ წელს დარიგდებაო. უფრო ამიტომ ვიკავებ თავს. ოჯახური პირობები არ გვაქვს ისე აწყობილი, როგორც სჭირდება პირველკლასელს.“
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის ლადო პატარიძის განცხადებით, განათლების სამინისტრომ წინა წლებთან შედარებით ოპტიმალური ფორმა შეიმუშავა - სახელმძღვანელოები სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს სკოლებში დაურიგდათ:
„სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლე მიიღებს ყველა წიგნს, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ეს არის პრეზიდენტისა და განათლების სამინისტროს საჩუქარი. ეს გაცილებით უფრო ეფექტური იქნება იმ ბავშვებისთვის, რომელთა ოჯახებს წიგნების შეძენა არ შეუძლიათ.“