27 სექტემბერს დილის ეთერის სტუმარი იყო ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში სოსო არჩვაძე. არსებობს თუ არა სახელმწიფოს სტრატეგია სოფლის მეურნეობის გასავითარებლად, ყოფნის თუ არა სოფლის მეურნეობას სახელმწიფოდან გამოყოფილი თანხები, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სოფლად მაცხოვრებელი ადამიანი დარჩეს სოფელში და სამეურნეო წარმოებით მოახერხოს არა მხოლოდ ოჯახის რჩენა? - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც სტუმარმა რადიო ”თავისუფლების” დილის ეთერში ისაუბრა: ”გლობალური საკითხების გადაწყვეტის დროს, რაღაც ეტაპზე ყურადღების მიღმა დაგვრჩა სოფლის მეურნეობა, ის დარგი, რომელიც ყველაზე უძველესია და ტრადიციულია ქართული ეკონომიკისათვის და რომლის არსებობისა და ეფექტური ფუნქციონირების გარეშე შეუძლებელია მთელი ეკონომიკის წარმატებულობაზე საუბარი. ოფიციალური ინფორმაცია, მათ შორის სტატისტიკის სამსახურის მიერ წარმოებული, ადასტურებს, რომ საქმიანობის ამ სფეროში მდგომარეობა წლიდან წლამდე მძიმდება და უარესდება. კნინდება ამ დარგის როლი და მნიშვნელობა. გარდა ამისა, თუკი მთლიანად ეკონომიკა ვითარდება, განსაკუთრებით ბოლო წლებში, სოფლის მეურნეობა ღრმა კრიზისს განიცდის”, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1