Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარმა ჟენევაში ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრა დაადასტურა


“ინტერპრესნიუსი” იუწყება, რომ სოზარ სუბარმა ჟენევაში ირაკლი ოქრუალვილთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა. მან სააგენტოს განუცხადა, რომ შეხვედრაზე, მასთან ერთად იმყოფებოდნენ ეროსი კიწმარიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე.
“შეხვედრის მიზანი იყო ხელისუფლების შეცვლა. ამისთვის საჭიროა ძალა, რომელიც უნდა შეიქმნას და სწორედ ამაზე ვილაპარაკეთ შეხვედრაზე”,-აღნიშნა სუბარმა. შეთანხმდნენ თუ არა რაიმე გეგმაზე, ამაზე კომენტარის გაკეთებისგან სუბარმა თავი შეიკავა და თქვა, რომ “ყველაფერს თავისი დრო აქვს”. თუმცა, მისივე თქმით, შეხვედრები და მოლაპარაკებები მიუთითებს, რომ “წინ მიიწევენ”. რესაში გამოთქმულ ვარაუდებს, ოქრუაშვილის პარტიაში სუბარის გადასვლისა და პარტიის შესაძლო გენერალურ მდივნობასთან დაკავშირებით, სუბარმა საფუძველს მოკლებული უწოდა.
XS
SM
MD
LG