მოქმედ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საზოგადოებრივი განხილვები საკონსტიტუციო კომისიამ ბოლო ორი თვის მანძილზე ქვეყნის ყველა რეგიონში მოაწყო.
რადიო თავისუფლებამ ქუთაისში საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა დიდი ნაწილი კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ ზოგად ინფორმაციას ფლობს. საზოგადოების ინფორმირებულობის თვალსაზრისით, ქვეყნის მეორე დედაქალაქად გამოცხადებულ ქალაქში ბოლო თვეების მანძილზე არაფერი შეცვლილა. ქუთაისელების ნაწილი ნიჰილისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ რეალურად არაფერი შეიცვლება:
„ინფორმაციის ნაკლებობაა, პრესა ძვირი ღირს და ტელევიზორში ვინ მოგვასმენინებს? კონსტიტუციაში რაც წერია, იმას ასრულებენ თუ? არც ერთს არ შეასრულებენ! კონსტიტუცია დაწერილი ქაღალდია. თუ არ შეასრულე, არაფერი არ არის. კონსტიტუცია კი არა, საქმის გამკეთებელი ვინ არის? კონსტიტუციას გინდა აქედან წაიკითხავ, გინდა იქიდან, ორი გვერდია სულ. როგორ გააკეთებ საქმეს, ისაა მთავარი. სასამართლო თავისუფალი იქნებაო და ვისაც როგორ უნდა, ისე ასამართლებენ.“
მოქმედ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ მეტ-ნაკლებად ინფორმირებულები არიან საჯარო მოხელეები და იურისტები - ის ადამიანები, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ვებგვერდზე გაეცვნენ:
„ კარგია, რომ კონსტიტუციას ემატება თავი ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ, მაგრამ არ მომწონს პრემიერის ძალაუფლების გაზრდა. საერთოდ, კონსტიტუციური ცვლილებებით ხალხისთვის არაფერი შეიცვლება. ერთი კაცისთვის კეთდება კონსტიტუცია, რომ ვადა პრეზიდენტმა კიდევ რვა წლით გაიგრძელოს.“
„ვიცი, რომ თანაბარი ხდება პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის უფლება-მოვალეობები. ვიცი, რომ იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებები, რასაც მოქმედი კონსტიტუცია ვერ უზრუნველყოფდა.“
„ცალკე თავი დაემატა ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, რომელმაც გამიჯნა ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია, რაც მისაღებია.“
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შარშან ნოემბერში წარმოდგენილი პროექტის ის ნაწილი, რომელიც თვითმმართველობის მომავალ მოდელს შეეხება, უფრო სრულყოფილი იყო:
„ჩვენი აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის ბლოკი ბევრად უფრო სრულყოფილი იყო, ვიდრე 21 ივლისს საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებული კანონპროექტი. იმის თქმა მინდა, რომ იმ კანონპროექტით, რომელიც გასულ წელს დარიგდა განსახილველად, ჩვენ ბევრად უკეთეს თვითმმართველობას მივიღებდით, ვიდრე ახლა.“
საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებების განხილვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ქუთაისში მოქმედი რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია. მათ რეკომენდაციებიც მოამზადეს, თუმცა თვე-ნახევრის წინ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო განხილვაში მონაწილეობის მისაღებად არც ერთი ორგანიზაცია არ მიუწვევიათ. მიზეზად დარბაზის სიმცირე დასახელდა.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში აცხადებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებების საჯარო განხილვების ვადა არასაკმარისი იყო. ფილიალის ხელმძღვანელის ნინო თვალთვაძის თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, კომისიამ არც ის რეკომენდაციები გაითვალისწინა, რომლებიც განხილვის პროცესში მიიღო:
„ორგანული კანონის გარდა, პრინციპულ საკითხებს რეკომენდაციები არ შეხებია, რადგან, როგორც ჩანს, ეს საკითხები გადახედვას არ ექვემდებარებოდა. დანარჩენი რეკომენდაციები, რაც საჯარო განხილვების დროს მიიღო, კომისიამ, იმ მიზეზით, რომ პარლამენტში უკვე კანონპროექტი განსახილველად შეტანილია, მხოლოდ დამატების სახით დაურთო, რაც არალოგიკური არგუმენტია. “
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში ძირეული ცვლილებების იმედი არა აქვთ. იურისტების თქმით, დაუშვებელია ახალი კონსტიტუციის ნაჩქარევად მიღება, თუმცა, როგორც ამბობენ, ეს პარლამენტის „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული.