საქართველოში ვიზიტად მყოფი გერმანელი ჟურნალისტები შიდა ქართლის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობით დაინტერესდნენ. გერმანიის წამყვანი გაზეთებისა და სატელევიზიო არხების ჟურნალისტები და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები პირველად ერგნეთში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ერგნეთელებმა უცხოელ სტუმრებს ომის ამბები უამბეს და დღევანდელი საცხოვრებელი პირობების შესახებ ესაუბრნენ.
გერმანელ ჟურნელისტებს ყველაზე მეტად გერმანიის მთავრობის მიერ გორში აშენებული დევნილთა დასახლების მაცხოვრებლების აზრი აინტერესებდათ. გერმანიის მთავრობის მიერ აშენებულ კოტეჯებში ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემები მათ ადგილზე მოისმინეს და გაკვირვებულნი დარჩნენ, როცა კედლებდაბზარული კოტეჯები ნახეს. ასეთ მდგომარეობაში არაერთი კოტეჯი აღმოჩნდა. ბზარები როგორც გარე ფასადზე, ისე შიგნით კედლებზეც ჩანს. ზოგიერთ კოტეჯს კი ბზარები უკვე საძირკველშიც გაუჩნდა.
უცხოელი სტუმრები გაკვირვებისგან თავს აქეთ-იქით აქნევდნენ და ვარაუდობდნენ, რომ გეოლოგიურმა პრობლემებმა იჩინა თავი. დევნილთა დასახლება მთის ძირშია აშენებული, ნიადაგი თიხა-მიწიანია. უცნობია აშენებამდე მოხდა თუ არა გრუნტის გეოლოგიური შესწავლა. ხარვეზების გამოსასწორებლად დევნილები დახმარებას ისევ გერმანიის მთავრობას სთხოვენ.
20-ზე მეტმა ჟურნალისტმა დევნილთა დასახლებაში საათზე მეტხანს დაჰყო. მათ უამრავი კითხვა დასვეს. დევნილებისგან შეიტყვეს, რომ გადაუჭრელ პრობლემად მათი დასაქმება, სოციალური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება რჩება.
სტუმრებს მთელი ვიზიტის განმავლობაში კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ახლდა, რომელმაც აღნიშნა, რომ გერმანული მედიის ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველდღიურად იზრდება და მათ ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, თუ როგორ ვითარდება ომის შემდეგ ქვეყანა, რომელიც უცხოურ ფინანსურ დახმარებას იღებს.
სტეფანი ფინკი მაინცის ტელევიზიის ჟურნალისტია. მისი დაკვირვებით, ომგადატანილი ადამიანები, მიუხედავად სოციალური გაჭირვებისა, მაინც თბილები და სტუმართმოყვარეები არიან. ფინკი უამრავ დევნილს შეხვდა. ერთხელ ჯგუფსაც გამოეყო და შეაგვიანდა. ბოლოს მოხარშული სიმინდით ხელში გამოჩნდა და მასპინძელი დევნილების მიმართ სამადლობელი სიტყვები არ დაიშურა.
გერმანელმა ჟურნალისტებმა ქართლში სამუშაო ვიზიტი უკვე დაასრულეს. დღეს მათ რეგიონის ისტორიული ძეგლები და ღირშესანიშნავი ადგილები მოინახულეს.