სასურსათო პროდუქტებზე და ხორბლის ნაწარმზე ფასები ყოველდღიურად იზრდება. პურის ფასი ბოლო ორი კვირის განმავლობაში გორში 5 თეთრით გაიზარდა. საშუალო ზომის პური 60 თეთრი ღირს. ერთი ტომარა ფქვილი - 45 ლარი. ზეთი 4 ლარი გახდა. შაქარი 2 ლარამდე გაძვირდა. პროდუქტების გაძვირების გამო გორელები უკმაყოფილებას ვერ მალავენ.
წელს გორის რაიონში ხილის მოსავალიც ძალიან მცირეა, ამიტომ სოფლად მაცხოვრებლები ფიქრობენ, რომ წინ მძიმე ზამთარი ელით, რადგან მათი შემოსავლის წყარო, ძირითადად, ხილის მოსავლის რეალიზაციაზეა დამოკიდებული.
ეკონომისტების აზრით, ხორბალზე ფასის ზრდა მთელს მსოფლიოში დაბალმა მოსავალმა განაპირობა. გარდა ამისა, ფასის მატება რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტის აკრძალვამაც გამოიწვია. გორის წისქვილკომბინატის, შპს „კარმენის“ ხელმძღვანელი გიორგი ორთანეზაშვილი აცხადებს, რომ კომბინატს ფქვილის ორი თვის მარაგი გააჩნია და სხვადასხვა მომწოდებლებთანაც მოლაპარაკება ხორბლის შემოტანაზე წარმატებით დასრულდა.
კონფლიქტის ზონის სოფლებში მაცხოვრებელთა სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ამას ისიც ემატება, რომ გორის რაიონში გავრცელებული ხმებით, შეიარაღებული კონფლიქტის განახლების საფრთხე არსებობს. მოსახლეობა შეშფოთებას ვერ მალავს. ოპოზიცია შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ეროვნული ფორუმის რეგიონულ ლიდერს სოსო ვახტანგაშვილს მიაჩნია, რომ შეიარაღებული საფრთხის შესახებ ხმების გავრცელება ხელისუფლების ინტერესშია, რათა სოციალური თემები გადაფაროს.
ექსპერტები ვერ წინასწარმეტყველებენ ფასების ზრდის შეჩერებას. ზამთარი ახლოვდება. სოციალური უკმაყოფილება კი იზრდება.