არასამთავრობო ორგანიზაციები იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებას განაგრძობენ. ბოლო პერიოდში აქცენტი დევნილთა დასახლებებში სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის განვითარებაზე კეთდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ კარალეთის დასახლებაში ყველა ოჯახს შინაური ფრინველი, ფუტკარი და ცხვარი გადასცა. ამის გამო დევნილთა ერთ ნაწილს ახალი პროფესიის ათვისებაც კი მოუხდა. მაგალითად, მარიკა მოსიაშვილმა მეფუტკრეობაში ტრენინგი გაიარა და სკიდან თაფლიც უკვე ამოიღო.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ არჩევანის გაკეთება თავად დევნილებს მიანდო, ამიტომ ზოგმა ქათამი, ზოგმა ცხვარი, ზოგმა ფუტკარი და ზოგმაც წყალსაწური მილები აიღო.
დევნილები მიიჩნევენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარება დროული და საჭირო იყო, რადგან სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის განვითარება მათ კეთილდღეობასაც შეუწყობს ხელს. დასახლების მამასახლისის, ნათია გოჩაშვილის თქმით, დევნილების დიდი ნაწილი ამ დახმარებით კმაყოფილია.
დევნილების აზრით, ანალოგიური პროგრამები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რაც, ნაწილობრივ, უმუშევრობის პრობლემასაც მოაგვარებს.