ახალციხელი არუთინ აგანიანი მესამე წელია რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერევნის ფილიალში სწავლობს. ტურიზმისა და სერვისის ფაკულტეტის სტუდენტმა სომხეთში უმაღლესი განათლების მიღება მე-11 კლასში გადაწყვიტა. ფიქრობს, რომ ერევანში მიღებული განათლებით დასაქმებას უფრო ადვილად შეძლებს.
”ისეთ განათლებას, როგორსაც ამ უნივერსიტეტში იძლევიან, ძალიან რთულია მიიღო საქართველოში. სომხებისთვისაც რუსული ენა თითქოს უფრო ახლოს არის, ვიდრე ქართული, მით უმეტეს, რომ აქ ისეთ განათლებას გაძლევენ, რომ შეგიძლია იმუშაო როგორც რუსეთში, ასევე სომხეთსა და საქართველოში.”
არუთინის მსგავსად ფიქრობს პირველკურსელი ვლადიმერ გალუსტიანიც: "პაპაჩემი ჯავახეთიდან არის. უკეთესია სამშობლოში სწავლობდე, ვიდრე საქართველოში", ამბობს ვლადიმერი.
რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერევნის ფილიალი მეათე წელია ფუნქციონირებს. ფილიალის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ჯავახეთიდან ერევანში განათლების მიღების მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ფილიალის დირექტორის მოადგილე ტიგრან ასოიანი ამ ფაქტს რამდენიმე მიზეზით ხსნის:
”ახალციხე-ახალქალაქის რაიონების სკოლადამთავრებულ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩვენთან ჩააბარონ. ჩაბარებას ესწრაფიან რამდენიმე მიზეზით: ერთი, რომ ქართული ენის არასაკმარისი ცოდნის გამო, დიდი სურვილის მიუხედავად, არ შეუძლიათ თავისუფლად მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში და იძულებულნი არიან ჩვენკენ წამოვიდნენ. ამ დროისათვის ჩვენთან 200-მდე სტუდენტი სწავლობს ჯავახეთიდან.”
რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის გარდა, ჯავახეთში მცხოვრები სტუდენტები ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც სწავლობენ. როგორც ირკვევა, მათი დიდი ნაწილი ინფორმატიკისა და კავშირგაბმულობის ფაკულტეტით არის დაინტერესებული. უნივერსიტეტის ლექტორი ზორაბ ოგანესიანი ფიქრობს, რომ საქართველოს მოქალაქეები სომხეთში სწავლას ქართული ენის უცოდინრობის გამო აგრძელებენ:
”ჯავახეთიდან სტუდენტების თითქმის 10% სწავლობს. მათ არ იციან კარგად ქართული და რუსული ენები და ამიტომ მოდიან ჩვენთან; რაღაც ნაწილი რჩება, ნაწილი ბრუნდება საქართველოში.”
ერევნელი სტუდენტები ფიქრობენ, რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ სტუდენტებს სომხურ საზოგადოებაში სურთ ინტეგრაცია:
”უნდათ სომხურ საზოგადოებაში სწავლა, ახლოს უნდათ სომხებთან ყოფნა, ან ფიქრობენ, რომ უფრო უკეთეს განათლებას მიიღებენ... მე არ ვიცი, როგორ განათლებას იძლევიან თბილისში, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკეთესი ვითარებაა თქვენს უმაღლეს სასწავლებლებში.”
არუთინ აგანიანი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს - ფიქრობს, რომ რუსეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში დასახლდება, თუ კარგ სამსახურს იშოვის:
”მე არ დავბრუნდები საქართველოში. მართალია, დაბადებით იქაური ვარ, მაგრამ უკეთესი იქნება, ალბათ, თუ ცხოვრებას სომხეთში ან რუსეთში გავაგრძელებ – ალბათ, უფრო რუსეთში, იმიტომ რომ იქ მეტი შესაძლებლობაა. ეს ქვეყნის პრობლემაა, რადგან არ შეუძლია ახალგაზრდობის უზრუნველყოფა ისე, როგორც ეს ამერიკას შეუძლია. მართალია, მყავს მეგობრები საქართველოში, რომლებიც ძალიან ბევრ ფულს გამოიმუშავებენ, მაგრამ ეს დიდი იშვიათობაა. მე არ მინდა ამერიკაში, არც რუსეთში მინდა, სომხეთში მირჩევნია დავრჩე.”
საქართველოს ხელისუფლებამ სომხეთში სტუდენტების მიგრაციის შეჩერება გადაწყვიტა და, წელს პირველად, ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არაქართველი სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ ერთი გამოცდით მოხვდებიან.