28 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გუგული მაღრაძე, ”ქალთა პარტიის” ლიდერი. ის არის ერთ-ერთი მონაწილე კონფერენციის, რომელიც დღეს თბილისში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინიციატივით ტარდება და ეხება ქალთა მონაწილეობის გაზრდას საქართველოს პოლიტიკაში. ამ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პარტიების მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმა ”გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად”. გუგული მაღრაძე თვლის, რომ ვიდრე ქალებს საქართველოს პოლიტიკაში, იმავე არჩევით უწყებებში არ უკავიათ სათანადო ადგილი, საჭიროა ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე - კვოტების დაწესებით მოგვარება.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1