Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის ახალი დისკუსია ძველი მოთხოვნებით


დღეს ჟენევაში კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიის მე-10 რაუნდი მიმდინარეობს.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ჟენევაში გამგზავრებამდე ადგილობრივ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც ოსური მხარე გაამახვილებს ყურადღებას.

ჩოჩიევის თქმით, მთავარი საკითხი ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაა და ვიდრე ქართული მხარე ამ მიმართულებით გარანტიებს არ შესთავაზებს, ოსური მხარე ჰუმანიტარულ საკითხებს აღარ განიხილავს.

ჩოჩიევი ჟენევაში კიდევ ერთ ულტიმატუმს დააყენებს და მოითხოვს დაკავებულების გაცვლას პრინციპით – ყველა ყველაზე.

ქართული მხარე მზადაა აგვისტოს ომის დროს და შემდეგ პერიოდში დაკავებული ყველა ოსი ეროვნების მოქალაქე გაათავისუფლოს. ომამდე მსჯავრდებულების გაცვლას კი არ განიხილავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველების გათავისუფლებას უპირობოდ მოითხოვს და აცხადებს, რომ მკვლელებს მშვიდობიან მოქალაქეებში არ გაცვლის.

მხარეებს შორის მოლაპარაკება ჩიხშია შესული. ცხინვალში დაკავებული 13 ქართველი დიდი ხანია გათავისუფლებას ელის. ოსური მხარე ამ პროცესს აჭიანურებს.

ბოლო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ სოფელ კირბალის ტყეში მოხდა – რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა ფიჩხის შესაგროვებლად წასული მამუკა სამხარაძე დააკავეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს.
XS
SM
MD
LG