Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მამუკა არეშიძე


მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში
მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში
30 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. სტუმარმა ისაუბრა მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების შესაძლო მიზეზებზე და მათ შორის დაასახელა რუსეთის პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში. კერძოდ, ფედერალური მოწყობის ახალი კოსმეტიკური რეფორმა, კორუმპირებულ კლანებზე დაყრდნობა და რეპრესიული მანქანის განუწყვეტელი მუშაობა. სტუმარმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მალე მოსკოვი ხელს გაიშვერს საქართველოსკენ და იტყვის, რომ ტერორისტების მომზადება პანკისის ხეობაში ხდება. არეშიძის აზრით, რუსეთმა ეს ტერაქტი, შესაძლოა, გამოიყენოს კავკასიაში ისედაც მძიმე სიტუაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG