11 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს შესახებ ანგარიშში, რომელიც, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მოცულობითია, ყურადღება გამახვილებულია დარღვევებზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს ხმის დათვლისა და საჩივრების შეტანის პროცესში. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ საქართველოში ფიქსირდება პოლიტიკური მოტივით გატაცება და თავდასხმები, მძიმე საპატიმრო პირობები, პატიმრების მიმართ დაუშვებელი მოპყრობა, პოლიტიკური პატიმრობა, დემონსტრაციების ძალით დაშლა, სასამართლოზე ხელისუფლების ზეწოლა და კორუფცია მთავრობის მაღალ დონეებზე. დოკუმენტის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ შემცირდა მედიის დამოუკიდებლობისადმი პატივისცემა, იყო შეკრების უფლებაში მთავრობის ჩარევის შემთხვევები. თუმცა, მწვავე კრიტიკის გარდა, ანგარიშის ავტორები იმ პოზიტიურ ცვლილებებზეც საუბრობენ, როგორიცაა საქართველოში 2009 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ”მნიშვნელოვან მიღწევად” მიჩნეული ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღება და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის შესახებ გადაწყვეტილება.
ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველები 11 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშს ერთ-ერთ ყველაზე ობიექტურსა და მრავლისმომცველს უწოდებენ. ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს 68 გვერდი ერგო. უპრეცედენტო მოცულობის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ამ დროისათვის ქართველი პოლიტიკოსების და უფლებადამცველების მხოლოდ მცირე ნაწილი გაეცნო.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილმა 12 მარტს, პლენარული სხდომის მსვლელობისას, პარლამენტარებს ანგარიშის დროულად და სრულყოფილად გაცნობისაკენ მოუწოდა. სრულ ტექსტს ჯერჯერობით თვითონაც არ იცნობს, თუმცა ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ანგარიშის იმ ნაწილზე, სადაც დადებითად არის შეფასებული პარლამენტის საქმიანობა, კერძოდ კი, ლაპარაკია სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის მიღებასა და სასჯელაღსრულების სისტემის გაუმჯობესებისთვის განხორციელებულ ცვლილებებზე და, ამასთანავე, თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის შესახებ გადაწყვეტილებაზე. არსენიშვილის თქმით, პენიტენციალურ სისტემაში არსებული მძიმე სიტუაცია, რაზეც მითითებულია ანგარიშში, ახალი შენობების ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად, მეტ-ნაკლებად გამოსწორდება.
სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მძიმე სიტუაციაზე ამახვილებს ყურადღებას ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია. მას აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საკუთარი პოზიცია აქვს. რაც შეეხება თავად ანგარიშს, ბაღათურია მისი შეფასებისას მხოლოდ ორი სიტყვით იფარგლება: ობიექტური და კორექტული. ”მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ღირსეული პასუხი იმისა, რომ საქართველოს ციხეებში გაუსაძლისი პირობებია და ისინი გადატვირთულია, ჩვენი მხრიდან ამნისტიის გამოცხადება იქნება”, - ამბობს ბაღათურია.
გაუხსნელი მკვლელობები, ”ელიტური კორუფცია”, არჩევნების პერიოდში აღმოჩენილი დარღვევები, მედიის თავისუფლების პატივისცემის შემცირება – რესპუბლიკელი სოფო ხორგუანისათვის ანგარიშში მოყვანილი ეს პუნქტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მისივე თქმით, 2009 წლის ანგარიშში ბევრი საქმე წინა წლების ანგარიშებიდანაა გადმოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ქართულ ხელისუფლებას არ მისცემს იმის უფლებას, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე თვალი დახუჭოს.
2009 წლის ანგარიში არის ყველაზე კრიტიკული, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტს საქართველოსთან დაკავშირებით გამოუქვეყნებია, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი. ის ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ გასულ წლებში ანგარიშები გაცილებით მცირე მოცულობის იყო. ამავე ანგარიშში უკვე ცალკეული პუნქტები ეთმობა ისეთ საკითხებს, რომელთა შესახებაც სახელმწიფო დეპარტამენტი წინა წლებში საუბარს ერიდებოდა, ამბობს ნანუაშვილი: ”პოლიტიკური ნიშნით დევნა - ამ ტერმინის გამოქვეყნებას ამერიკის დეპარტამენტი წინა წლებში ერიდებოდა, წელს ეს ფაქტორი უკვე გამოყოფილია და განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ამ კუთხით ადამიანის უფლებების დარღვევაზე.”
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასე ღიად და კრიტიკულად წარმოაჩენს იმ საკითხებს, რასაც ქართველი უფლებადამცველები წლების განმავლობაში ვაფიქსირებდით, ამბობს ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისათვის”. მისი თქმით, ანგარიშის ასეთი მასშტაბური მოცულობა იმაზე მიუთითებს, რომ უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა უფლებების დარღვევების ფაქტებმა და, ამასთანავე, ხელისუფლება ვეღარ ახერხებს ცრუ დემოკრატიის პიარკამპანიის წარმოებას.
თუ არ ჩავთვლით რუსეთს, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ არის ყველაზე მოცულობითი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, მას ოდნავ ჩამორჩება მოლდოვა და სომხეთი. რუსეთი კი, ამ მხრივ, მოწინავე ადგილს იკავებს.