ყირგიზეთმა დაადასტურა, რომ ირანმა მისი თვითმფრინავი, რომელშიც 119 მგზავრი იმყოფებოდა, აიძულა დამჯდარიყო და ბორტზე მყოფი მგზავრი დააპატიმრა. თეირანი ამტკიცებს, რომ დაკავებული სუნიტი მეამბოხეების ლიდერია. ყირგიზეთის თვითმფრინავი ასრულებდა რეისს, დუბაი-ბიშკეკი, როცა ის ირანის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავებმა გადაიტაცეს და დასვეს სამხრეთ ირანის ქალაქ ბანდარ-აბასში. ეს, ავიაკომპანია „ასტოკ ავიას“ ხელმძღვანელის მოადგილემ უთხრა რადიო თავისუფლებას. თეირანმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე დააკავა სუნიტი ისლამისტების ჯგუფის „ჯუმალას“ ლიდერი აბდოლმალიკ რიგი.
ყველაზე პოპულარული
1