ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, თანდათან სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - შეძლებს თუ არა ოპოზიცია საერთო ენის გამონახვას და მტკიცე ერთობის შექმნას. გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია ლაპარაკობს ”ახალ ფორმულაზე”, რომელმაც, მისი თქმით, გარკვეული ოპოზიციური ძალები უნდა გააერთიანოს და რომლის ფარგლებშიც აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პარალელურად, გაერთიანების საკუთარ ვარიანტს არ თმობენ პრაიმერის ინიციატორი პოლიტიკური ძალები, მათ შორის ნოღაიდელის პარტია, რომელთან თანამშრომლობის პერსპექტივასაც არაერთი პარტია გამორიცხავს. სხვა ოპოზიციური ძალები კი, რომლებიც მაისის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ, ასევე აღიარებენ ოპოზიციური ერთობის აუცილებლობას, თუმცა მათგან ცოტას თუ წარმოუდგენია, რომ ეს შესაძლებელია.
ირაკლი ალასანია ისეთი ოპოზიციური ერთობის შექმნის აუცილებლობაზე ლაპარაკობს, რომელიც მალე არ დაიშლება. გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გამოთქვამს იმედს, რომ ოპოზიციური ერთობის ”ახალი ფორმულა” ამოქმედდება და ამით საზოგადოების ნებაც აღსრულდება:
”ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი ერთობა ძირითად პოლიტიკურ ძალებში შედგეს. იმედი მაქვს, რომ მოკლე ვადაში (ლაპარაკია რამდენიმე დღეზე ან კვირაზე, რადგან დრო აღარ ითმენს) ჩვენ შევძლებთ სწორედ ისეთი ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბებას, რომელიც შეძლებს ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას.”
ირაკლი ალიასანია ჯერჯერობით არ ასახელებს იმ ”ძირითად პოლიტიკურ ძალებს”, რომელთა შორისაც მას შესაძლებლად მიაჩნია მტკიცე კავშირი. თუმცა უკვე ნათელია, რომ ალიანსის ლიდერს ყველა ოპოზიციური ძალის მტკიცე კავშირის იმედი არა აქვს. როდესაც ერთიანი კანდიდატის აუცილებლობაზე ლაპარაკობს, ირაკლი ალასანია არაფერს ამბობს საკუთარ თავზე, მიუხედავად იმისა, რომ ის დედაქალაქის მერობის კანდიდატად უკვე კარგა ხანია დაასახელა გაერთიანებამ ”ალიანსი საქართველოსთვის”. აქვე ვთქვათ, რომ ოპოზიციურ სპექტრს ამ ეტაპზე დასახელებული ჰყავს თბილისის მერობის 8 კანდიდატი. ამ სიაში არ არის მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც 15 თებერვალს ირაკლი ალასანიასა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მარჯანიშვილის თეატრში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ გაჩეჩილაძე ალასანიას კანდიდატურას უჭერს მხარს?
ლევან გაჩეჩილაძე ამ ეტაპზე თავს იკავებს მისთვის მისაღები კანდიდატის გვარის დასახელებისგან, თუმცა ამბობს, რომ აშკარად ხედავს ოპოზიციის წიაღში დედაქალაქის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის აუცილებლობას. გაჩეჩილაძის თქმით, ”ერთიანი კანდიდატი შეიძლება იყოს ნებისმიერი კანდიდატი.”
ასე არ ფიქრობს, მაგალითად, პარტია ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, რომელიც დედაქალაქის მერობის კანდიდატად ამ ეტაპზე მხოლოდ მის მიერვე დასახელებულ გოგი თოფაძეს ხედავს. რაც შეეხება ოპოზიციური ძალების გაერთიანების პერსპექტივას, ეს საკითხი ”მრეწველების” ლიდერ ზურაბ ტყემალაძისთვის საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას:
”ძნელად წარმომიდგენია, რომ ოპოზიცია შეჯერდეს და ერთიანი კანდიდატი დაასახელოს, რომ მერის არჩევნებში საბოლოოდ მონაწილეობა მიიღოს ორმა კანდიდატმა, ერთმა - სახელისუფლომ (გიგი უგულავამ) და მეორემ - ოპოზიციის კანდიდატმა.”
ოპოზიციური ერთობის იმედი არც ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას აქვს, რომელმაც დედაქალაქის მერობის კანდიდატად რამდენიმე დღის წინ დაასახელა ნავთობკორპორაციის ყოფილი პრეზიდენტი გია ჭანტურია. ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა გაერთიანების შანსი ხელიდან დაახლოებით 6 თვის წინ გაუშვეს, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო შეთანხმება. მაგალითად, ლევან ვეფხვაძე კონსულტაციების ჩავარდნის მიზეზად ასახელებს იმ ფაქტს, რომ პარტიებმა ერთმანეთის აზრის გაუთვალისწინებლად იმოქმედეს, იჩქარეს და თბილისის მერის პოსტზე თავ-თავიანთი კანდიდატები ერთმანეთის მიყოლებით დაასახელეს.
თუმცა ეს ასეც რომ არ ყოფილიყო, ქრისტიან-დემოკრატებისთვის მაინც ძნელი წარმოსადგენია ოპოზიციის ერთობა, თუნდაც იმ მიზეზით, რომ შეუძლებლად მიაჩნიათ რუსეთზე ორიენტირებულ ძალასთან, ნოღაიდელის პოლიტიკურ ძალასთან, საერთო ენის გამონახვა.
ნოღაიდელის პარტიის მიერ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის კუთხით გამომჟღავნებულ პოლიტიკურ მიზნებს გაერთიანება „ალიანსი საქართველოსთვისაც“ ემიჯნება, თუმცა გარკვეულ საკითხებზე საუბრის შესაძლებლობას ირაკლი ალასანია არც ამ ძალასთან გამორიცხავს. ამ შემთხვევაში ლაპარაკი არ არის პრაიმერის პროცესში ჩართვაზე, რომლის ინიციატივითაც უკვე დიდი ხანია ნოღაიდელის პარტია - „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ – „ხალხის პარტიასა“ და კონსერვატორებთან ერთად გამოდის. მათი გეგმით, თბილისის პრაიმერი, საპროტესტო აქციების თანხლებით, 18 აპრილს უნდა შედგეს.
ალასანია ამბობს, რომ, ათასნაირი პასუხგაუცემელი შეკითხვის გამო, მისი ალიანსი პრაიმერის საკითხს არ განიხილავს. საპასუხოდ, ამ ეტაპზე არც პრაიმერის ორგანიზატორი პოლიტიკური ძალები აპირებენ ალასანიას მიერ ერთობის ახალი ფორმულის შემუშავებაში ჩართვას. მაგალითად, კონსერვატიული პარტია, რომელმაც მერის პოსტზე ზვიად ძიძიგურის კანდიდატურა დაასახელა, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის შერჩევის ერთადერთ საშუალებად პრაიმერის მექანიზმს თვლის. აქვე გავიხსენოთ, რომ პრაიმერის ორგანიზატორი პარტიების წრეში მერობის კიდევ ერთი კანდიდატია დასახელებული, „ხალხის პარტიის“ ლიდერის - კობა დავითაშვილის სახით.
ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე ოპოზიციურ პარტიებში აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა შეინიშნება და უპასუხოდ რჩება შეკითხვა: რამდენად შეძლებს ოპოზიცია საერთო ენის გამონახვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ.
მოკლე ვადაში (ლაპარაკია რამდენიმე დღეზე ან კვირაზე, რადგან დრო აღარ ითმენს) ჩვენ შევძლებთ სწორედ ისეთი ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბებას, რომელიც შეძლებს ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას
”ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი ერთობა ძირითად პოლიტიკურ ძალებში შედგეს. იმედი მაქვს, რომ მოკლე ვადაში (ლაპარაკია რამდენიმე დღეზე ან კვირაზე, რადგან დრო აღარ ითმენს) ჩვენ შევძლებთ სწორედ ისეთი ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბებას, რომელიც შეძლებს ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას.”
ირაკლი ალიასანია ჯერჯერობით არ ასახელებს იმ ”ძირითად პოლიტიკურ ძალებს”, რომელთა შორისაც მას შესაძლებლად მიაჩნია მტკიცე კავშირი. თუმცა უკვე ნათელია, რომ ალიანსის ლიდერს ყველა ოპოზიციური ძალის მტკიცე კავშირის იმედი არა აქვს. როდესაც ერთიანი კანდიდატის აუცილებლობაზე ლაპარაკობს, ირაკლი ალასანია არაფერს ამბობს საკუთარ თავზე, მიუხედავად იმისა, რომ ის დედაქალაქის მერობის კანდიდატად უკვე კარგა ხანია დაასახელა გაერთიანებამ ”ალიანსი საქართველოსთვის”. აქვე ვთქვათ, რომ ოპოზიციურ სპექტრს ამ ეტაპზე დასახელებული ჰყავს თბილისის მერობის 8 კანდიდატი. ამ სიაში არ არის მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც 15 თებერვალს ირაკლი ალასანიასა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მარჯანიშვილის თეატრში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ გაჩეჩილაძე ალასანიას კანდიდატურას უჭერს მხარს?
ძნელად წარმომიდგენია, რომ ოპოზიცია შეჯერდეს და ერთიანი კანდიდატი დაასახელოს, რომ მერის არჩევნებში საბოლოოდ მონაწილეობა მიიღოს ორმა კანდიდატმა, ერთმა - სახელისუფლომ (გიგი უგულავამ) და მეორემ - ოპოზიციის კანდიდატმა