რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი თამარ ქაროსანიძე, რომელიც ლაპარაკობდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობის შესახებ მემორანდუმზე, რომელსაც 25 არასამთავრობოსთან ერთად "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც” აწერს ხელს. თამარ ქაროსანიძემ ახსნა, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებს უკეთ მოახდინონ კოორდინაცია არჩევნებისათვის. ქაროსანიძემ ასევე ილაპარა იმის შესახებ, თუ რა არის და რა არ არის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და როგორია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1