საქართველოში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო. პროგრამის ფარგლებში მარტო ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის 540 ათასი ლარია გამოყოფილი. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, ეს თანხა, შარშანდელთან შედარებით, 270 ათასი ლარით არის გაზრდილი. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი აცხადებს, რომ წელს გაორმაგებულ თანხასთან ერთად დაფინანსების პირობებიც შეიცვალა:
,,დღეიდან ვიწყებთ მოსახლეობასთან შეხვედრას. მოსახლეობა რასაც წარმოგვიდგენს და დაგვიდებს, ის განხორციელდება. შარშან იყო ფიქსირებული ერთ სოფელზე 2 500 ლარი და პლუს ერთ სულ მოსახლეზე 5 ლარი და 50 თეთრი, ჯამდებოდა და გამოდიოდა თანხა. ახლა ძირითადი თანხა 50-დან 200 სულამდე ფიქსირებული თანხაა 4 ათასი ლარი, 200-დან 400-მდე _ 5 ათასი ლარი, 400-დან 1 000 სულამდე _ 8 ათასი ლარი.”
ურავლის თემის გაერთიანებაში 4 სოფელი შედის. პირველ ეტაპზე ოთხივე სოფლის მოსახლეობის პრიორიტეტი თითქმის იდენტური აღმოჩნდა, თუმცა, როგორც გაერთიანების რწმუნებული ვასილ მოდებაძე აღნიშნავს, პირველი ეტაპის ფარგლებში რამდენიმე სოფელმა დაწყებული საქმე თანხის ნაკლებობის გამო ვერ დაასრულა:
,,გაზაფხულზე გავარემონტეთ რიტუალების სახლი პირველ ეტაპზე, მაგრამ თანხა არ გვეყო და ვერ დავასრულეთ. სოფელი მუსხი ფიქრობს გზის მოწესრიგებას. გაზაფხულზე წყალდიდობები რომ იყო, გზა დაზიანდა.”
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ვალესთვის წელს 58 ათასი ლარი გამოიყო. მუნიციპალიტეტის რწმუნებული ლერი ხითარიშვილი განმარტავს, რომ მოსახლეობას ამ თანხით რამდენიმე პრიორიტეტული საკითხის მოგვარება სურს:
,,ვალეში, მეორე შახტის ჩასასვლელთან, ავტობუსის მოსაცდელის გაკეთებას ვგეგმავთ. ასევე გვინდა მინი სტადიონის, სველი წერტილებისა და დასასვენებელი პარკის გაკეთება.”
სოფელ ხეოთში მოსახლეობას პროექტით გათვალისწინებული თანხის გაყოფა სურს. კულტურის სახლის შერემონტებასთან ერთად ადგილობრივი მცხოვრებლები მისასვლელი გზის მოხრეშვასაც აპირებენ.