საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს მომავალი წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მონიტორინგის პროცესში აქტიურობა სთხოვა. პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკომისარ ბენიტა ფერერო-ვალდნერს ოფიციალური წერილით ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ მიმართა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო, ნებისმიერი სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლება ევროპის კავშირს სთხოვს, მისი დამკვირვებლები რაც შეიძლება ადრე გამოგზავნოს.
ყველაზე პოპულარული
1