სერგეი ბაღაფშს არჩევნებში გამარჯვება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მიულოცა. ინფორმაცია მათი დღევანდელი სატელეფონო საუბრის შესახებ სააგენტო აფსნიპრესმა გაავრცელა. მისი ცნობით, პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთი და აფხაზეთი ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობის გარდა, სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობასაც განავითარებენ. თავის მხრივ, ბაღაფშმა განაცხადა, რომ რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფხაზეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ყველაზე პოპულარული
1