საქართველოში H1N1 ვირუსის გავრცელება ეპიდემიის ზღვარს უახლოვდება. ამის მიუხედავად, ჯანდაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლები იუწყებიან, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და სიტუაციაც კონტროლს ექვემდებარება. ვირუსთან ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, თბილისის მერია პოლიკლინიკურ სექტორში სიახლეს ნერგავს.
თბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივა, ვირუსული ინფექციების გამოვლენის შემთხვევაში, პოლიკლინიკების ექიმების ბინაზე უფასოდ გამოძახებას გულისხმობს:
“გამოძახება, რომელიც აქამდე იყო 12-დან 20 ლარამდე, სხვადასხვა პოლიკლინიკის მიხედვით, იქნება უფასო. და ჩვენ ყოველთვიურად თითოეულ ექიმს გადავუხდით 225 ლარს და 50 ლარს გადავუხდით ექიმზე თითოეულ პოლიკლინიკას. აქედან გამომდინარე, თითოეული მოქალაქის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ გამოძახება იქნება უფასო, ოღონდ ეს გამოძახება, რა თქმა უნდა და ცხადია, ეხება საკუთრივ გრიპს და არა სხვა დაავადებებს.”
პროგრამის დასაფინანსებლად თბილისის ბიუჯეტიდან მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამა, ვირუსით დაავადებულთა რიცხვის პოტენციური ზრდის პირობებში, ზამთრის სეზონზე, 4 თვის განმავლობაში, იმუშავებს. პროგრამაში 1000-მდე უბნისა და ოჯახის ექიმია ჩართული, მთლიანობაში კი, თბილისის მოსახლეობას, უბნების მიხედვით, 60 პოლიკლინიკა ემსახურება. თბილისის მერის განმარტებით, პოლიკლინიკის ექიმთა ბინაზე უფასოდ გამოძახების პროგრამის ამოქმედების ერთ-ერთი ფაქტორი იყო ასევე საავადმყოფოების განტვირთვა. სტატისტიკის თანახმად, H1N1 -ით დაავადებულთა უმრავლესობა, პოლიკლინიკების ნაცვლად, უმთავრესად, სტაციონარებს აკითხავს.
საქართველოში ეგრეთ წოდებული „ღორის გრიპის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 368 შემთხვევაა აღრიცხული. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსით ამ ეტაპზე 2000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. მოსახლეობას ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმაც მიმართა თხოვნით, გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს მიაკითხონ:
”ჩვენ ვართ ეპიდემიის ზღვარზე, არ არის ჯერ ეპიდემია, ყოველ წუთს ვაკვირდებით სიტუაციას ქვეყანაში. ფონი, ბუნებრივია, გაზრდილია, ვიდრე ეს შარშან ამ დროს იყო ჩვეულებრივი სეზონური გრიპის გავრცელების დროს, თუმცა საპანიკო ნამდვილად არ არის. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები დაფიქსირებულია ასიათასობით და მილიონობით, მაგრამ არსად ასეთი არანორმალური პანიკის სიტუაცია არ შეიმჩნევა. ”
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ უკვე შეწყვიტა პანდემიური გრიპის ინდივიდუალურ შემთხვევათა აღრიცხვა, რის გამოც დაავადებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ოფიციალურ მონაცემებს. დაავადებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს მკვეთრად აღემატება საქართველოშიც, სადაც გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებებზე დაკვირვება, უმთავრესად, ეპიდემიური ზღვრის დადგენის მიზნით ხორციელდება.
”ჯერჯერობით ავადობა არის თბილისში, მაგალითად, 800 ადამიანი 100 000 მოსახლეზე. ეპიდემიური ზღვარი თბილისის მოსახლეობისათვის არის 1100 ადამიანი 100 000 მოსახლეზე. როდესაც ეპიდემიური ზღვარი გადაილახება, შეიძლება სოციალური დისტანცირების მეთოდები გამოვიყენოთ სკოლებში, საბავშვო ბაღებში, უმაღლეს სასწავლებლებში და ასე შემდეგ. ეს დამოკიდებულია ეპიდემიურ სიტუაციაზე”, - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე. მისი თქმით, ამის მიუხედავად, საგანგაშო არაფერია და გართულებები მხოლოდ ერთეულ შემთხვევებშია მოსალოდნელი.