რადიო თავისუფლების საიტზე განთავსებულია ჟურნალისტების ბლოგები, რომლებიც რადიოს მსმენელებს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთვნენ ბლოგების განხილვაში. ია ანთაძის ერთ-ერთი ბლოგის განხილვისას დაიბადა იდეა, რომ კვირაში ერთხელ ბლოგის კომენტატორებს მოეწვიათ სტუმარი, რომელიც კენჭისყრის შედეგად მოიპოვებდა კომენტატრების უმრავლესობის ხმებს. სტუმრისთვის დასასმელი კითხვებიც რეტინგის სისტემით შეირჩევა.
რადიო თავისუფლება კვირაში ერთხელ, ორშაბათობით, საღამოს მთავარ გადაცემაში დაუთმობს ეთერს ბლოგების მომხმარებელთა მიერ შერჩეულ სტუმარს. დღეს გადაცემის სტუმარია საქართველოს პარლამენტის წევრი დავით დარჩიაშვილი. მან პირდაპირ ეთერში უპასუხა ბლოგების მომხმარებელთა შეკითხვებს. შემდეგ რადიო თავისულების ბლოგს ეწვია და ინტერნეტის მეშვეობით გაესაუბრა მსურველებს. ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა, გამხდარიყო საუბრის მონაწილე, რადიო თავისუფლების ვებსაიტზე, ია ანთაძის ბლოგზე სტუმრობით.