საქართველოს ხელისუფლება ერთგული რჩება თავისი ვალდებულებისა, გააღრმაოს დემოკრატიული რეფორმები, რადგანაც სიცოცხლისუნარიანი დემოკრატია საუკეთესო გზაა იმ ახალი კედლის დასანგრევად, რომელიც აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს დანარჩენი საქართველოსგან მიჯნავს, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს, 24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას.
ბრიტანეთის ყოველკვირეული ჟურნალის – „ეკონომისტის“ მიმომხილველმა ედუარდ ლუკასმა რუსეთ–საქართველოს ომის შედეგების შეფასებისას „რადიო თავისუფლების“ ეთერში განაცხადა: „საქართველოს შიდაპოლიტიკა საკმაოდ დამაბრკოლებელი ფაქტორია. გარე სამყაროში ხალხი საკმარისად არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ერთგულია. და ეს გარკვეულწილად ასუსტებს გარე სამყაროს სურვილს, მხარი დაუჭიროს საქართველოს.“
გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამ უტყუარად დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა ზუსტად იცის, რამდენად არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული ქვეყნის შიგნით დემოკრატიული პროცესის განვითარება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამიტომაც, იმ ფონზე, როდესაც ევროპელი ლიდერების ნაწილი აცხადებს, რომ დაუშვებელია ახალი კედლების აგება თამედროვე მსოფლიოში, საქართველოს პრეზიდენტმა სცადა, გაეროს ტრიბუნა საქმიანად გამოეყენებინა.
კარგად დაწერილი ტექსტის ძირითადი ნაწილი დაეთმო მტკიცებას, რომ საქართველოში დემოკრატია სულ უფრო და უფრო მყარ საფუძველზე დგება. „ჩვენ უკვე ავამოქმედეთ რეფორმები, რომლებიც მომდევნო წლის მანძილზე კიდევ უფრო განავითარებს ვარდების რევოლუციის მონაპოვარს და შეუქცევადად გააღრმავებს ჩვენი – როგორც რეგიონის ყველაზე თავისუფალი სახელმწიფოს – იდენტობას,“ – განაცხადა პრეზიდენტმა. რით დაადასტურა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პოლიტიკური ნება რეფორმების შეუქცევადობის მიმართ? არგუმენტებად დასახელდა: ოპოზიციის სამთვიანი საპროტესტო აქციისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება; „ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიისთვის“ მაუწყებლობის ლიცენზიის მიცემა; ოპოზიციის მიწვევა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე; ადგილობრივ არჩევნებში ყველა მერის პირდაპირი კენჭისყრით არჩევა; ახალი საარჩევნო კოდექსის შემუშავება; ხელისუფლების იმ წარმომადგენლების დასჯა, რომლებიც სასამართლოს სისტემის საქმეებში ჩაერევიან; საკონსტიტუციო რეფორმები, რომლებმაც პრეზიდენტის ძალაუფლების ნაწილი პარლამენტს უნდა დაუბრუნოს.
ძნელი სათქმელია, რამდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ასამბლეის სხდომაზე დამსწრეთათვის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩამოთვლილი ნაბიჯები. „შორი ხედვით“, შესაძლოა, მართლაც დამაჯერებელია საქართველოს ხელისუფლების სწრაფვა დემოკრატიის რაც შეიძლება სწრაფი და შეუქცევადი განვითარებისკენ, ესე იგი, სწრაფვა ქვეყნის გამყოფი კედლის დანგრევისკენ.
მაგრამ „ახლო ხედვით“ მაცქერალმა საქართველოს მოქალაქეებმა, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ამ გამოსვლაში ზუსტად საპირისპირო შეტყობინება ამოიკითხეს. რადგან „სიცოცხლისუნარიანი დემოკრატია“, სინამდვილეში, შეუთავსებელია რეალობასთან, რომელიც შემდეგ შეკითხვებს ახლავს: რამდენად შემწყნარებელია ხელისუფლება ოპოზიციის აქტივისტების და მხარდამჭერების მიმართ, როდესაც აქციების პერიოდში ასობით მოქალაქე გაილახა და რეგიონული პარტიული ოფისების ათობით თანამშრომელი ციხეში წავიდა? ტელეკომპანია „მაესტრო“ როგორ შეძლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობას, როდესაც ამას ათი ათასობით ლარი სჭირდება, ხოლო ორგანიზაციებს მკაცრად აქვთ აკრძალული თუნდაც ერთი ლარის ღირებულების რეკლამის მიტანა ამ ტელევიზიაში? ან, საერთოდ, რატომ უნდა სჭირდებოდეს საკაბელო ტელევიზიას ლიცენზია? ან რას აძლევს საქართველოს მოსახლეობას „მაესტროს“ ლიცენზია, როდესაც სამივე ეროვნული ტელევიზია ხელისუფლების მხრიდან კონტროლის პირობებში მუშაობს? ან რომელი ოპოზიციური პარტია ესწრება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს და, შესაბამისად, რომელი მათგანი მონაწილეობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში? ან რომელ გაუმჯობესებულ საარჩევნო კოდექსზე საუბრობს პრეზიდენტი, როდესაც სწორედ ახლა, უცხოელი ექსპერტების თანდასწრებით, ხელისუფლება ძალისხმევას არ აკლებს, ადგილობრივი არჩევნების წინ კოდექსი კიდევ ერთხელ მოარგოს საკუთარ ინტერესებს? ან როგორ უნდა დასაჯონ პროკურორებმა საკუთარი თავი სასამართლოს საქმეში ჩარევისთვის? ან რატომ არ ვიცით ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, თუკი ჩვენი ქვეყნის ყველა ქალაქში მერი პირდაპირი კენჭისყრით აირჩევა?
ეს შეკითხვები რიტორიკული ხასიათისაა, რადგან მათზე პასუხები დიდი ხნის წინ არის გაცემული და ყოველი ახალი დღე ძველი პასუხების განმტკიცებას ემსახურება. პრეზიდენტმაც და ჩვენც ზუსტად ვიცით, რომ ვიდრე დემოკრატიული რეფორმები მხოლოდ მაღალ ტრიბუნებზე სასაუბრო თემად რჩება, ვიდრე ენერგია რეალობის შელამაზებაზე იხარჯება და არა მის შეცვლაზე, – იმ საძულველ კედელს ერთი აგურიც არ გაებზარება.