ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ საპროტესტო მოძრაობის ახალგაზრდა აქტივისტების დაკავება ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს და რომ აუცილებელია მათი გათავისუფლება. საუბარია 4 პიროვნებაზე, რომლებსაც პარლამენტის შენობის წინ მომხდარი დაპირისპირების ფაქტის გამო ადმინისტრაციული სასჯელი შეეფარდათ. 12 ივნისს მომხდარს ეხმაურებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. რადიო თავისუფლებასთან კომენტარი გააკეთა ასევე ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ. მისი აზრით, ოპოზიციის აქტივისტების დაკავებამ, შესაძლოა, სიტუაცია კიდევ უფრო გაართულოს.
ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთო ენის გამონახვის ხელშეწყობას უკვე დიდი ხანია ცდილობს, მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა 2-თვიანი პაუზის შემდეგ, 12 ივნისს, მუშაობა განაახლა, თუმცა აღელვებს დაპირისპირება, რომელიც ამ სასიხარულო ფაქტს მოჰყვა. მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პროტესტის ყველა ფორმა მისაღები არ არის და მათ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ. ამავე დროს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი ხელისუფლებას მეტ მიმტევებლობას ურჩევს:
”იმ კონტექსტში, იმ სიტუაციაში, რომელშიც საქართველო ამჟამად იმყოფება, ოპოზიციის აქტივისტების დაკავებამ, ჩემი აზრით, შესაძლოა, გაართულოს (და არა პირიქით) პოლიტიკური პროცესი და დიალოგის შესაძლებლობა, რისკენაც ჩვენ მივისწრაფით... ზოგიერთი ის ქმედება, რომელიც ჩვენ გუშინ ვნახეთ, უნდა დაისაჯოს, მაგრამ საჭიროა დიფერენცირება და უნდა იყოს თავშეკავება და, მე ვიტყოდი, მიმტევებლობაც ხელისუფალთა მხრიდან. საკითხი რომ განვაზოგადოთ, იყო პოლიტიკური წინააღმდეგობის ზოგიერთი აქტივისტის ცემის ფაქტები... და ასეთი ცემის ფაქტებიც აუცილებლად უნდა იყოს დასჯილი ხელისუფლების მიერ.”
12 ივნისს მომხდარი დემოკრატიის შეურაცხყოფად შეაფასა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ. მისი თქმით, დაუშვებელია, რომ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ქვები ესროლეს. ფურნიე პოლიტიკურ პარტიებს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
კვერცხებისგან განსხვავებით, ქვების სროლას უარყოფენ თავად ახალგაზრდა აქტივისტები. მაგალითად, ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დაჩი ცაგურია, ამბობს, რომ დაპირისპირების მსგავს მცდელობებს ისინი, პირიქით, ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც. ცაგურია დარწმუნებულია, რომ აქციის მონაწილეებს პროვოკაცია თავად ხელისუფლებამ მოუწყო.
ხელისუფლების პროვოკაციაზე საუბრობენ ოპოზიციის ლიდერებიც, რომლებიც 12 აპრილს ახალგაზრდების მიერ პარლამენტის წინ გამომჟღავნებულ აქტიურობაში დანაშაულს ვერ ხედავენ. ამის შესახებ ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერებმა შაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზეც ილაპარაკეს. მათ შორის იყო ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე:
”პარლამენტი შეიკრიბა საგანგებო სხდომაზე, რომლის დროსაც ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა და პროტესტში მონაწილე მოქალაქეებმა გადაწყვიტეს სირცხვილის დერეფნების მოწყობა და მორალურ ზეწოლას ახდენდნენ დეპუტატებზე, გამოთქვამდნენ თავიანთ პროტესტს ყველაფერ იმის გამო, რაც ხდება ქვეყანაში ბოლო წლებისა და ბოლო თვეების განმავლობაში... ამას ხელისუფლებამ დაუპირისპირა ძალადობა, უხეში ძალა, ხოლო საღამოს მოჰყვა დაპატიმრებები.”
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ თავისუფლების 25 დღით აღკვეთა მიუსაჯა კახაბერ გიორგანაშვილს, დავით ფაცაციასა და მამუკა ბალიაშვილს, ხოლო კახაბერ ბეინტრიშვილს თავისუფლება 30 დღით შეეზღუდა. მათ ბრალად ედებათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება პარლამენტის წევრებისა და სამთავრობო დაცვის თანამშრომლებისთვის.
დაკავებულები დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა შუაღამისას მოინახულეს. სახალხო დამცველის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იმნაძე ამბობს, რომ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, ხოლო ორი მათგანის განმარტებით, ისინი საერთოდ არ იმყოფებოდნენ შემთხვევის დროს პარლამენტის წინ. იმნაძე ყურადღებას კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს:
”პრობლემა იყო ის, რომ კარგა ხნის მანძილზე ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ინფორმაცია, სად იმყოფებოდა ეს ხალხი. მათი ახლობლებისა და პარტიის წევრების პარალელურად ჩვენც ვეძებდით... დაახლოებით 2-3 საათი დაგვჭირდა, რომ გვეპოვა მათი ასავალ-დასავალი.”
სახალხო დამცველის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ დაკავებულებს ჯანმრთელობის მხრივ განსაკუთრებული პრობლემები არ აღენიშნებათ, თუმცა, ოპოზიციის ლიდერების ინფორმაციით, 12 ივნისს პარლამენტის შენობის წინ სერიოზულად დაშავდა არაერთი ახალგაზრდა.