ოთხშაბათს პრაღაში “თავისუფლების ზეიმი” იდღესასწაულეს - ჩეხეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს უბანში სახელწოდებით მალა სტრანა, ღია ცის ქვეშ ბაღში გაიმართა კონცერტი, რომლის წამყვანებმაც რამდენჯერმე შეახსენეს ბაღში მისულებს ამ შეკრების მიზეზი: “წელს ვზეიმობთ აქ, ცენტრალურ ევროპაში თავისუფლების მე-20 წლისთავს! დაიწყეს პოლონელებმა და ამის შემდეგ, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ყველაფერი დაიწყო 89 წლის ივნისში პოლონეთში...”
მაშ ასე, ყველაფერი პოლონეთში დაიწყო იმით, რომ 1989 წლის 4 ივნისს, კომუნისტურ ბლოკში პირველად, ნაწილობრივ თავისუფალი არჩევნები გაიმართა. “ნაწილობრივი” ნიშნავდა იმას, რომ პარლამენტის ქვედა პალატის 35 პროცენტისა და ზედა პალატის ყველა მანდატის ბედი თავისუფალი კენჭისყრით უნდა განსაზღვრულიყო. ამ არჩევნებს მოჰყვა შედეგად ოპოზიციურ მოძრაობა “სოლიდარობის” ტრიუმფული გამარჯვება: სექტემბერში პოლონეთს პირველი არაკომუნისტური მთავრობა ჰყავდა. ამის შემდეგ კომუნისტური რეჟიმის დემონტაჟს რეგიონში წინ ვეღარაფერი აღუდგა.
ცენტრალური ევროპის თავისუფლების მე-20 წლისთავის ზეიმის ეპიცენტრშიც, ბუნებრივია, პოლონეთი აღმოჩნდა. პრაღის შემთხვევაში -პოლონეთის საელჩო. საელჩოს ბაღი მასპინძლობდა “თავისუფლების ზეიმზე” მისულ ასობით პრაღელსა და პრაღის სტუმარს, მათ შორის ვარშავის მერის მოადგილეს, ვლოდიმეჟ პაშინსკის. “პოლონური რევოლუცია იყო უსისხლო, ძალადობის გარეშე”, აღნიშნავს ვარშავის მერის მოადგილე და იხსენებს პლაკატს, რომელიც 1989 წლის 4 ივნისის სიმბოლოდ იქცა: პლაკატი შექმნილია ერთ-ერთი ვესტერნის მიხედვით, გარი კუპერის მონაწილეობით. “ჩვენს გარი კუპერს”, ამბობს პაშინსკი, არ ჰქონდა რევოლვერი, არ ჰქონდა იარაღი. პისტოლეტის ნაცვლად მას ხელში ეჭირა საარჩევნო ბიულეტენი. და ეს იყო გარდატეხა: გაირკვა, რომ საარჩევნო ბიულეტენს რაღაცის შეცვლა შეუძლია, რასაკვირველია, პატიოსან არჩევნებში.
4 ივნისის არჩევნებს მართლაც დიდი ცვლილება მოჰყვა: ტოტალიტარული რეჟიმი ცენტრალურ ევროპაში ისტორიას ჩაბარდა. მაგრამ რამდენად იციან, რამდენად აინტერესებთ ეს ისტორია ახალგაზრდებს - იმათ, ვინც მხოლოდ მონათხრობით იცის, რა ხდებოდა 20 წლის წინ?
“დღეს, დღევანდელი ახალგაზრდებისთვის ის, რაც ხდებოდა 20 წლის წინ, რაც ხდებოდა 100 წლის წინ, ან 1000 წლის წინ თითქმის ერთიდაიგივეა: შორეული წარსული”, იცინის პაშინსკი და შემდეგ, მისივე თქმით, ხუმრობის გარეშე ამატებს - დღევანდელი ახალგაზრდობა თავისუფლებაში გაიზარდა, დამოუკიდებლობის, დემოკრატიის პირობებში. მათ, ალბათ, მშობლებისაგან, ბებია-ბაბუისაგან იციან, რაც მოხდა 20 წლის წინ და, პაშინსკის რწმენით, ძალიანაც კარგია, რომ თავისუფლებას, დემოკრატიას სრულიად ბუნებრივ ამბად აღიქვამენ და არა დიდი ბრძოლის მონაპოვრად.
და მაინც: რას ფიქრობენ ახალგაზრდები 20 წლის წინანდელ ამბებზე? ვარშავის მერის მოადგილე ვლოძიმეჟ პაშინსკის (მაინც უფროსი თაობის წარმომადგენლის) პასუხს არ დავკმაყოფილდი და რამდენიმე პოლონელ ახალგაზრდას გამოველაპარაკე. როგორც გაირკვა, 4 ივნისი მათთვისაც მნიშვნელოვანი დღეა.
“დიახ, მნიშვნელოვანი დღეა - არჩევნების, ცვლილებათა დაწყების მეოცე წლისთავი. ამდენად, ჩვენი თაობისთვის, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი რამ”, - მითხრა ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც, მისივე თქმით, ახსოვს მაშინდელი არჩევნების პერიოდი, თუმცა პატარა იყო. მასთან ერთად “თავისუფლების ზეიმზე” მოსულმა გოგონამ კი მითხრა, უკვე მიჩვეული ვარ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებასო: “ჩემთვის ეს უბრალოდ, იუბილეა - ძალიან კარგი, ძალიან ლამაზი რამ, რომელიც ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს. მაგრამ იმას, რომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობ და არჩევანის შესაძლებლობა მაქვს - მე ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამ.”
ამ საუბრის დროს, პოლონეთის საელჩოს ბაღში ღია ცის ქვეშ აღმართულ სცენაზე ავიდა Warsaw Village Band - ერთობ პოპულარული და წარმატებული ანსამბლი, რომელსაც არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის, 2005 წელს, ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის მუსიკალური პრემია. მე, როგორც გაირკვა, არც თუ უსაფუძვლოდ გამიჩნდა ვარაუდი, რომ ახალგაზრდები, პირველ რიგში, მუსიკის მოსასმენად მოვიდნენ თავისუფლების ზეიმზე - ეს ერთ-ერთმა პოლონელმა გოგონამ დამიდასტურა...
იმ საღამოს 20 წლის წინანდელი ამბების მიმართ გულგრილ ადამიანი არ შემხვედრია. აი, რა მითხრა 17 წლის ჩეხმა მოსწავლემ, “თავისუფლების ზეიმის” საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა: “ჩემი აზრით, ივნისის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის, რადგან მთელი პროცესი, დემოკრატიზაცია პოლონეთში დაიწყო და დიდი წვლილი შეიტანა კომუნიზმის დამხობაში სხვა ქვეყნებშიც”.
გამოველაპარაკე უფროსი თაობის წარმომადგენელ ჩეხებსაც, რომლებიც, მათივე თქმით, გახარებული არიან 20 წელი თავისუფლებით. ერთ-ერთმა პრაღელმა მამაკაცმა როგორც აღნიშნა, პოლონეთში რა ხდებოდა - ამის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა. ზოგჯერ “ამერიკის ხმას” უსმენდა, რადიო “თავისუფალ ევროპას” კი ვერ იჭერდა - პრაღაში “თავისუფალ ევროპას” ახშობდნენ. “მახსოვს, ჩეხეთში ასეთ ანეკდოტს ყვებოდნენ: ჩვენთან ყველაფერი 7 დღეში მოხდა, გერმანიაში 7 კვირაში, პოლონეთში კი 7 წელი გაგრძელდაო”...
ყველაზე დიდხანს პოლონეთში გაგრძელდა იმის გამო, რომ რეჟიმის ნგრევა იქ დაიწყო: პოლონეთში 1989 წლის 4 ივნისის არჩევნების შედეგად, უკვე სექტემბერში, ტადეუშ მაზოვიეცკის პირველი არაკომუნისტური მთავრობის შექმნას, 9 ნოემბერს მოჰყვა ბერლინის კედლის დაცემა, 17 ნოემბერს ხავერდოვანი რევოლუცია ჩეხოსლოვაკიაში.
“დომინოს ეფექტი” - ეს მეტაფორა მოიშველია ჩვენთან საუბარში ჩეხეთის რესპუბლიკაში პოლონეთის ელჩმა, იან პასტვამ: “ჩეხებს ესმით, რომ პოლონეთი იყო დომინოს პირველი ქვა, რომელმაც ბიძგი მისცა დანარჩენებს, ესმით რომ - ხატოვნად თუ ვიტყვით - ბერლინის კედლის დასანგრევად ჯერ გდანსკის გემსაშენის ჭიშკარი უნდა გაღებულიყო”.
9.04 საქართველო: მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა
17.04 პოლონეთი: “სოლიდარობას” აკრძალვა ეხსნება
4.06 პოლონეთი: პირველი ნაწილობრივ თავისუფალი არჩევნები
23.08 ლიტვა, ლატვია, ესტონეთი: “ბალტიისპირეთის ჯაჭვი”
12.09 პოლონეთი: პირველი არაკომუნისტური მთავრობა
9.11 გერმანია: ბერლინის კედლის დაცემა
17.11 ჩეხოსლოვაკია: “ხავერდოვანი” რევოლუციის დასაწყისი
16.12 რუმინეთი: ჩაუშესკუს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დასაწყისი
29.12 ჩეხოსლოვაკია: ვაცლავ ჰაველის არჩევა პრეზიდენტად

1989: აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური ქრონიკა

6.02 პოლონეთი: მრგვალი მაგიდის მოლაპარაკებები9.04 საქართველო: მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა