ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაცია ”ფრიდომ ჰაუსის” შეფასებით, საქართველო კვლავ რჩება კატეგორიაში იმ ქვეყნებისა, სადაც მედია ნაწილობრივ თავისუფალია. ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველო, რომელსაც წელს 55 ქულა მიაკუთვნეს, შარშანდელთან შედარებით 4 ქულით დაწინაურდა. წინსვლის მიზეზად დასახელებულია პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება, რამაც შეამცირა ჟურნალისტების სამართლებრივი და ფიზიკური დევნა და სახელისუფლებო ცენზურა და უზრუნველყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოვლენათა უფრო დაბალანსებულად გაშუქება.
ყველაზე პოპულარული
1