Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 7 აპრილი 2009


9 აპრილის თემა საკმაოდ აქტუალურია რუსეთის პრესაშიც. ნოვაია გაზეტა ინტერფაქსზე დაყრდნობით წერდა: ”საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის რეზიდენციაში სათადარიგო სტუდიას ამზადებს სამთავრობო ტელეარხის - რუსთავი 2-ისთვის. ამის შესახებ კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადაო წერს გაზეთი.
სხვა პუბლიკაციაში ვრემია ნოვოსტეი 9 აპრილის წინ, ”ალიანსი საქართველოსთვის” მიერ ჩატარებულ პლებისციტს იხსენებს და ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს ბეჭდავს. ”ეს აქცია ჩვენ ჩავიფიქრეთ როგორც საერთო სახალხო პლებისციტი - უთხრა ალასანიამ ვრემია ნოვოსტეის -
გამოკითხულთა დიდმა უმრავლესობამ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს დაუჭირა მხარი. ჩვენთვის მთავარი იყო ხალხის ნება-სურვილი გაგვეგო, ეს კი საინტერესოა არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებთათვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც. მომწიფდა თუ არა საჭიროება საკონსტიტუციო მეთოდებით მშვიდობიანად შევცვალოთ ხელისუფლება. ხალხმა გამოხატა თავისი პოზიცია და ეს ერთგვარი მორალური ვალდებულებაა ხელისუფლებისთვის, რომელმაც ხალხის ხმა უნდა შეისმინოს.” - მოჰყავს ვრემია ნოვოსტეის ირაკლი ალასანიას სიტყვები.

კომერსანტის გამოცემა ვლასტი კი ოლგა ალიონოვას ვრცელ რეპორტაჟს აქვეყნებს სათაურით - ,,ქართველები რუსებისა და საკაშვილის წინააღმდეგ.” რეპორტაჟი ასე იწყება. 9 აპრილი - ეს ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავია, როცა საბჭოთა ჯარის მიერ მიტინგის დარბევისას საქართველოს პარლამენტის წინ 18 ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა. ეს დღე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ახლა 9 აპრილი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცევა. ” - ნათქვამია პუბლიკაციაში. შემდეგ ავტორი პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს ესაუბრება, ბოლოს კი გორში ნანახსა და გაგონილს აღწერს.
,,იმაში რომ რუსეთმა საქართველოში ყველაფერი დაკარგა გორში დავრწმუნდი, წერს ოლგა ალიონოვა. შემდეგ კი გვიამბობს სოფელ თამარაშენის მკვიდრთა შესახებ. რომლებიც გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში არიან შესახლებული. სტატიაში ვკითხულობთ: ” ეს სოფელი სამხრეთი ოსეთის ეგრეთ წოდებული ქართული ანკლავის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ომის შემდეგ მთელი ანკლავი გადაწვერს, იმიტომ რომ ქართველებს აღარასოდეს შეძლებოდათ იქ დაბრუნება. ” და ოლგა ალიონოვა 4 წლის მიშა მიდოდაშვილის შესახებ მოგვითხრობს. მედოდაშვილების პატარა ოთახში, ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ ნაჩუქარი ორი საწოლი დგას, შეშის ღუმელი და ტელევიზორი ვიდეომაგნიტოფონით. მიშიკოს დედა ვიდეოს რთავს და ეკრანზე თამარაშენში გადაღებული კადრები ჩნდება. - . მიშა უყურებს და ხმამაღლა ყვირის - ”ეს ჩემი სახლია, ეს კი დათოსი”.
დევნილობაში ცხოვრების 8 თვის განმავლობაში მიშას ახალი სათამაშოები გაუჩნდა - ტანკები და პისტოლეტებიო. - წერს ოლგა და განაგრძობს:
- რად გინდა ტანკი? - ვეკითხები მიშას.
- ჩემი სახლი პუტინმა დაანგრია, ტანკით უნდა ჩავიდე და მოვკლა - ამბობს ბავშვი.
რუსეთმა ეს ბიჭიც დაკარგა.
დაკარგა თუ არა ომის შედეგად სააკაშვილმა საქართველო - ეს 9 აპრილს გამოჩნდება” - ასე ამთავრებს რეპორტაჟს საქართველოდან, ოლგა ალიონოვა.
XS
SM
MD
LG