როგორიც მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე იყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადაო, წერს ”ნეზავისიმაია გაზეტა”. ეს თემა საკმაოდ ფართოდ განიხილებოდა რუსეთის პრესაში. ”იზვესტია” გრიგორი კარასინთან ვრცელ ინტერვიუსაც ბეჭდავს. - მოვლენა მართლაც მნიშვნელოვანია, თუმცა, რა თქმა უნდა, არ იძლევა სიხარულისა და კმაყოფილების საბაბს. ეს იძულებითი ნაბიჯია და მისი საჭიროება საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამ გამოიწვია, - უთხრა კარასინმა ”იზვესტიას”, შემდეგ კი დასძინა: ,,დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დაწესებულებები (იგულისხმება წარმომადგენლობები შვეიცარიის საელჩოებთან) მართლაც დროებითი მოვლენა იქნება, ჩვენი ურთიერთობები კი საქართველოსთან ტრადიციულ, ჩვენი ხალხებისთვის ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ამისათვის ოფიციალურმა თბილისმა, უპირველეს ყოვლისა, გაკვეთილი უნდა გამოიტანოს გასული წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან და ობიექტურად შეხედოს ახალ რეალიებს, - განაცხადა გრიგორი კარასინმა ”იზვესტიასთან” ინტერვიუში.
დღევანდელი ”კომერსანტის” ერთ-ერთი მთავარი პუბლიკაცია კი ევროპის საბჭოს მომავალი გენერალური მდივნის კანდიდატურებს ეძღვნება.
,,რუსეთისათვის ეს არჩევნები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მომავალი გენერალური მდივნის უმთავრესი მისია მოსკოვთან ურთიერთობების აწყობა იქნება, - წერს ”კომერსანტი”. ,,იმაზე, შეძლებს თუ არა მოსკოვი მისთვის მისაღები კანდიდატურის ლობირებას, დიდად იქნება დამოკიდებული რუსეთის წევრობა ევროპის საბჭოში.”
გაზეთი აღნიშნავს, რომ დღეს რუსეთი ევროპის საბჭოს ძალზე სერიოზული პრობლემის მიზეზია, რადგან მან არ მოახდინა ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის ოქმის რატიფიცირება, რაც შესაძლებლობას იძლევა სარჩელები უფრო სწრაფად იყოს განხილული, ეს კი, თავის მხრივ, ევროპული სასამართლოს რეფორმირების პარალიზებას იწვევს.
”კომერსანტის” მიხედვით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის პოსტზე პრეტენზიას აცხადებს პოლონეთის ყოფილი პრემიერი ჩიმოშევიჩი, ნორვეგიის ექს-პრემიერი ტორბიორნ იაგლანდი, ფინეთის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ლუკ ვან დერ ბრანდე და უნგრეთის პარლამენტის დეპუტატი მატიას იორში. - ,,ოთხივე კანდიდატს გაკრიტიკებული ჰყავს მოსკოვი, - წერს ”კომერსანტი”, თუმცა ყველაზე შესაძლო ,,მოსკოვის კანდიდატად” ”კომერსანტი” მაინც ლუკ ვან დერ ბრანდეს მიიჩნევს. იგი ახლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის რუსეთზე მოხსენებას ამზადებს და მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ეს მოხსენება შედარებით ზომიერი იქნება.
პუბლიკაციის მიხედვით, რუსეთისთვის უკეთესია, თუ ევროპის საბჭოს სათავეში მაინცდამაინც სახელიანი პოლიტიკოსი არ ჩაუდგება, რომლისთვისაც რთული იქნება უარი თქვას ევროპის საბჭოს ტრადიციაზე თავშეკავებულად აკრიტიკოს მოსკოვი, მაგრამ უფრო მკაცრ ზომებს არ მიმართოს, - წერს ”კომერსანტი”.