მომხმარებელთა ნდობის დაბრუნებას თბილისში საგანგებოდ ჩამოსული ”რიო გრანდეს” მწარმოებელი “რაფაელ კონტინი ტრეიდინგ კომპანის“ გენერალური დირექტორი რაფი მხჩიანი შეეცადა. ორიოდე კვირის წინ მისი კომპანიის პროდუქცია უხარისხოდ და ჯანმრთელობისთვის საზიანოდაც კი გამოაცხადეს. მე შევეცადე ყავა ”რიო გრანდეს” ხარისხის ირგვლივ წარმოქმნილ კონფლიქტში გავრკვეულიყავი.
საქართველოში ფართოდ გავრცელებული და სომხეთში დამზადებული ყავა ”რიო გრანდეს” უხარისხობის შესახებ ცნობა ორიოდე კვირის წინ ტელეკომპანია ”რუსთავი ორის” სიუჟეტის მეშვეობით გავრცელდა.
სიუჟეტს საფუძვლად დაედო მომხმარებელთა და ადგილობრივ მეწარმეთა უფლებების დამცველი ასოციაციის ინფორმაცია სომხეთიდან იმპორტირებული ყავის უხარისხობის შესახებ. ამ ინფორმაციას ადასტურებს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაც, რომელშიც წერია, რომ დაფქული ყავა ”რიო გრანდე” არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას - დამზადებულია უხარისხო სუროგატებით და მომხმარებლისთვის უვარგისია. აი, რა განუცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი ორს” ექსპერტმა მაია იაკობაშვილმა:
[მაია იაკობაშვილის ხმა] ”თქვენ მიერ წარმოდგენილი ნიმუში არ შეესაბამება ყავისათვის სტანდარტით დადგენილ ნორმას. აქ საერთოდ ლაპარაკი ყავაზე უადგილოც იქნებოდა.”
ლაბორატორიის მიერ შემოწმებულ პროდუქტში რკოსა და სოიოს მინარევებთან ერთად ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა და სხვა მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა. ამ დასკვნის საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტი პროდუქციის სავაჭრო ქსელიდან ამოღებასაც კი გეგმავდა. თუმცა საქმე აქამდე აღარ მივიდა.
ყავა ”რიო გრანდეს” იმპორტიორიც და მისი მომწოდებელი კომპანიაც ირწმუნება, რომ საქართველოში ხარისხიანი პროდუქცია შემოაქვთ. “რაფაელ კონტინი ტრეიდინგ კომპანის“ დირექტორის რაფი მხჩიანის განცხადებით, ყავა ”რიო გრანდე” არ შეიცავს არც სოიოს, არც რკოს, არც ტყვიის ზედმეტ რაოდენობას და არც სხვა მავნე ნივთიერებას. მან ამ სიტყვების გასამყარებლად სხვადასხვა დროს მიღებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატები წარმოადგინა:
[რაფი მხჩიანის ხმა] ”ჩვენ ხელთ გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩვენი ყავა სუფთაა, შეესაბამება ყველა ნორმას და არაფერი საშიში არ არის. ის ყველაზე ხარისხიანი ყავაა.”
ყავა ”რიო გრანდეს” უხარისხობის შესახებ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თაობაზე მოსაზრება გამოთქვა ექსპერტმა, კომპანია ”ეტალონის” წარმომადგენელმა თემურ ფილიშვილმა:
[თემურ ფილიშვილის ხმა] ”იქ იყო მიტანილი ერთი 100 გრამიანი ნიმუში, რომელიც აღებული იყო სადღაც მაღაზიაში და არავინ არ იცის რა იყო ეს სინამდვილეში, იმიტომ რომ მისი იდენტიფიკაცია არ მომხდარა და შეიძლება ეს იყო, იმ შემთხვევაში იყო ფალსიფიცირებული ყავა.”(სტილი დაცულია)
ყავა ”რიო გრანდეს” მწარმოებლის განცხადებით, უახლოეს მომავალში მისი პროდუქცია ფალსიფიკაციისგან ჰოლოგრამით იქნება დაცული.
ყავის ფალსიფიკაციას არ გამორიცხავს საქართველოს ბაზრის თავისებურებებში გარკვეული ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე, მაგრამ ვარაუდობს, რომ ”რიო გრანდეს” ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის მიზეზი სულ სხვაა:
[დემურ გიორხელიძის ხმა] ”მე ვფიქრობ, ეს უფრო კონკურენტულ ბრძოლას ჰგავს, როდესაც კონკურენტ შემომტანს სხვა კონკურენტმა გაუკეთა ეს, თუმცა სიახლე აქ არაფერია.” (სტილი დაცულია)
მსგავს შემთხვევას საქართველოში ადგილი ჰქონდა ამ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ხორცის მწარმოებელი ახალი კომპანიის, ”შინჰოფერის”, შეჩერებას მისი პროდუქციის უხარისხობის მომიზეზებით ცდილობდნენ.