და ომის შედეგების ანალიზს ეძღვნებოდა. ,,მედვედევის პირველი ომი” - ამ სათაურით დაიბეჭდა ”ვედომოსტიში” წინასაახალწლო პუბლიკაცია. ,,საქართველოსთან რუსეთის ხუთდღიანმა ომმა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საზღვრების პირველი გადახედვა მოიტანა”, - წერდა ”ვედომოსტი”.
პუბლიკაციის მიხედვით, ომის შემდეგ ევროპამ და ამერიკამ დაგმეს რუსეთის ქმედება. მაგრამ შემდგომ მოვლენები ისე განვითარდა, რომ დასავლეთის მხრიდან არ მოხდა რუსეთის პოლიტიკური იზოლაცია: ,, უკვე ერთი თვის შემდეგ განახლდა მოლაპარაკებები ევროკავშირსა და რუსეთს შორის, - წერს გაზეთი, - აღდგა კონტაქტები ნატოს ხაზით, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება კი გაურკვეველი დროით გადაიდო. მოსკოვისთვის ხელსაყრელი გამოდგა თეთრი სახლიდან რესპუბლიკელების წასვლა, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა კი ეკონომიკური პოლიტიკის რუსეთთან და სხვა მსხვილ განვითარებად ქვეყნებთან შეთანხმება მოითხოვა.”
”კომსომოლსკაია პრავდა” კი ნაახალწლევს წერდა, რომ ყველაზე იდუმალმა რუსმა მწერალმა ვიქტორ პელევინმა თავისი ახალი რომანის პრეზენტაცია მოაწყო. თავად მწერალი პრეზენტაციაზე არ გამოჩენილა, შეკრებილ საზოგადოებასა და ჟურნალისტებს კი წიგნის რედაქტორმა მწერლის დანაბარები გადასცა: ,,არ დაგავიწყდეთ ჟურნალისტებს აცნობოთ, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მე დავიწყე და ეს ჩემი წიგნის რეკლამის მიზნით გავაკეთე”, - წერს გაზეთი და დასძენს: ”კონფლიქტის შესახებ წიგნში ერთი სიტყვაც არ არის, მაგრამ მისი ხუთივე თავი თანამედროვეობის ზუსტი ჭრილია, ირონიული და შხამიანი - ისეთი, როგორც პელევინს სჩვევიაო.”
ომის დაწყების პელევინისეულ ვერსიას არ განიხილავს რუსული ,,ნიუსვიკი”. ,, საქართველოში რამდენიმე ვერსია არსებობს იმის თაობაზე, თუ რა მოხდა აგვისტოში - არის ოპოზიციური, მაგრამ არც ერთი პრორუსული”, - წერს ”ნიუსვიკი”. ,,რუსეთში პრაქტიკულად ყველა ეთანხმება კრემლის ოფიციალურ ვერსიას: მიხეილ სააკაშვილმა პირველმა დაიწყო, რუსეთი კი თავის მოქალაქეებს იცავდა”, - წერს ავტორი და დასძენს: ”საქართველოში ინტერესით სწავლობენ სხვადასხვა ვერსიას. არის ოფიციალური ვერსიები, არის ოპოზიციური, არის ვერსიები, რომელთაც საქართველოში არაპატრიოტულს უწოდებენ, მაგრამ ვინ რა ვერსიაც უნდა წამოაყენოს, ყველას ერთნაირად სძულს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება.”
,,მთავარი ინტრიგა სულაც არ არის - პირველად ვისი ტანკები შევიდა სამხრეთ ოსეთში, არამედ ის, ვინ დაარწმუნა სააკაშვილი, რომ რუსეთი განზე გადგებოდა. რუსეთს ხელს აძლევდა სააკაშვილი ცხინვალში შეეტყუებინა და საპასუხოდ დაერტყა”, - მოჰყავს გამოცემას პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის სიტყვები. პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ, ექსპერტის ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურები თავად გზავნიდნენ სიგნალებს იმის თაობაზე, რომ მოსკოვი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებდა. ,, ამ ომის მთავარი საიდუმლოა, რატომ იყო თბილისი დარწმუნებული რუსეთის ჩაურევლობაში”, - წერს ავტორი რუსულ ”ნიუსვიკში” გამოქვეყნებულ სტატიაში.