რის საფუძველზე გახდა შესაძლებელი ომში დამარცხებული ქვეყნის პრეზიდენტის დარჩენა ხელისუფლების სათავეში ასე ხანგრძლივად? ამ კითხვაზე პასუხი, შესაძლოა, დაგვეხმაროს პასუხის მოძებნაში იმ კითხვაზე, რომელიც დღეს მეტად აქტუალურია: შეძლებს თუ ვერა მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ საკუთარი საკონსტიტუციო ვადის ამოწურვას და პოსტის შენარჩუნებას 2013 წლამდე?
2008 წლის შემოდგომა ბევრი ნიშნით ჰგავს 15 წლის წინანდელ პერიოდს. მაშინაც ომში დამარცხებული ქვეყანა ვიყავით, დევნილები თავშესაფარს ეძებნენ, იმსხვრეოდა ღირებულებები და მათ სანაცვლოდ არაფერი ჩანდა. აფხაზეთიდან გამოდევნილი შევარდნაძე საქართველოს კათალიკოს–პატრიარქს ეწვია და მხოლოდ მისი კურთხევის შემდეგ დაუბრუნდა თავის სამუშაო გარემოს. ჰქონდათ თუ არა მაშინ საქართველოს მოქალაქეებს განცდა, რომ აფხაზეთის დამკარგავი პრეზიდენტი საკუთარ პოსტზე დიდხანს ვერ გაძლებდა? ნამდვილად ჰქონდათ, განსაკუთრებით, საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანების შემდეგ. იყვნენ თუ არა ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, რომლებმაც ომის დაწყებამდე იწვნიეს შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების სიმწარე, რასაც ომის წაგებაც დაერთო? დიახ, იყვნენ: ეგრეთ წოდებული „ზვიადისტები“ და არამხოლოდ ისინი. ჰქონდა თუ არა საფუძველი ედუარდ შევარდნაძის ფაქტორით იმედგაცრუებას ომის შემდგომ პერიოდში? ცხადია, ჰქონდა, რადგან საქართველოში დაბრუნებამდე საზოგადოების ნაწილს შევარდნაძე ლამის ყოვლისშემძლე ეგონა.
15 წლის შემდეგ ბევრი რამ გამეორდა: ომის წაგება, რასაც, ადამიანებისა და ტერიტორიის დაკარგვასთან ერთად, დევნილების ახალი ტალღა და რუსეთის სამხედრო ბაზების ხელახალი დაბანაკება მოჰყვა. ისევ არსებობს განცდა, რომ პრეზიდენტი დიდხანს ვეღარ გაძლებს, რომ ხალხი ომამდეც გამწარებული იყო ხელისუფლებაზე და რომ სახელმწიფო, რომელსაც ზარ-ზეიმით აშენებდა მიხეილ სააკაშვილი, თავის ათიოდე მეგობართან ერთად, მეტისმეტად მყიფე გამოდგა.
ერთმანეთისგან თხუთმეტი წლით დაშორებულ ამ ორ შემოდგომას შორის განსხვავებაც ბევრია. მთავარი ისაა, რომ 15 წლის წინ ომი ერთ წელიწადს გრძელდებოდა, წელს კი – ხუთი დღე. ამიტომ წელს გაცილებით მეტი მებრძოლი დაბრუნდა შინ და მეტი რესურსი დაიზოგა სახელმწიფოს გადასარჩენად. მეორე მხრივ, მაშინ დანგრეულმა ქვეყანამ მთელი წელი იომა რუსეთის პირისპირ და მეტი ვერ შეძლო. წელს მკვიდრად ნაგები სახელმწიფოთი სულ ხუთი დღე გავძელით.
ამ და სხვა მსგავსება–განსხვავებათა ფონზე, მთავარი შეკითხვა მაინც ისაა, მიაღწევს თუ ვერა მიხეილ სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი, საკონსტიტუციო ვადის ამოწურვამდე? კერძოდ, რა უნდა გაითვალისწინოს მან შევარდნაძის გამოცდილებიდან იმისათვის, რომ წაგებული ომის შემდეგ წლების განმავლობაში მართოს ქვეყანა?
მთავარი, რაც ედუარდ შევარდნაძემ 1993 წლის შემდეგ გააკეთა, – რაგინდ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს ერთი მოსმენით, – დემოკრატიული ინსტიტუტების დაფუძნებაა. გავიხსენოთ, როგორ დამკვიდრდა საქართველოს ხელისუფლებაში პარლამენტი, როგორც რეალური გავლენის მქონე ორგანო და სერიოზული თემების განხილვის ადგილი, რასაც ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობდა; როგორი საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფონზე ჩატარდა სასამართლო რეფორმის პირველი ტალღა, რასაც მიხეილ სააკაშვილი ედგა სათავეში; როგორ გაძლიერდა არასამთავრობო სექტორი და როგორ მოექცა მის ავანგარდში თავისუფლების ინსტიტუტი, რაც ისევ და ისევ ჟვანიასა და სააკაშვილის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. დაბოლოს, როგორ შესძინა წონა და მნიშვნელობა სიტყვის თავისუფლებას შევარდნაძემ, რომელიც პირადად ეკითხებოდა თავის მინისტრებს, ესა და ეს სტატია თუ წაიკითხეთ ან ესა და ეს სიუჟეტი თუ ნახეთო. მართალია, დემოკრატიული ინსტიტუტების შენების პარალელურად, ქვეყანაში კორუფციული პირამიდაც შენდებოდა, მაგრამ, საბოლოო შედეგით თუ ვიმსჯელებთ, ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური ფიგურა ომის შემდეგ სწორედ დემოკრატიზაციის პროცესმა გადაარჩინა და ბოლოც მანვე მოუღო.
ასე რომ, როდესაც აგვისტოს ომგამოვლილმა მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიის ახალ ტალღაზე დაიწყო საუბარი, მან სიტყვით სწორედ ის გზა აირჩია, რომელმაც მის წინამორბედს პრეზიდენტობის ათი წელი აჩუქა. ოღონდ სიტყვა ერთია და, როგორც ილია ჭავჭავაძემ მოკლედ და მკაფიოდ ბრძანა, „საქმე – საქმეშია“.