საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე არანაკლებ 10 პუბლიკაციისა ქვეყნდება.
18 ნოემბერსაც საკმაოდ ბევრი დაიწერა... ერთ-ერთი მთავარი თემა ჟენევის მოლაპარაკებები იყო. გაზეთი ”კომერსანტი” წერს, რომ ჟენევაში ორი სამუშაო ჯგუფი შედგება. ერთი რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე იმუშავებს, მეორე კი - დევნილების დაბრუნების საკითხზე. ამ ჯგუფების მუშაობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ პლენარულ სხდომაზე, სადაც უმთავრესი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული, მათ არ დაუშვებენ. - მოვლენების ამგვარ განვითარებაზე რუსეთმა უკვე მოამზადა პასუხიო, - წერს ”კომერსანტი” და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმოწმებს: ”რუსეთის დელეგაცია მხოლოდ იმ სხდომებს დაესწრება, რომლებზეც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები იქნებიან. სხვა სხდომებზე - მათ შორის, პლენარულზე - ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, შესაბამისად, არ ვიქნებით დაკავშირებული იმ გადაწყვეტილებებთან, რომლებიც ამ სხდომებზე მიიღება”, - მოჰყავს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გაზეთ ”კომერსანტს” და დასძენს: ,,ეს ნიშნავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ჩავარდნისთვის არის განწირული. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციების ოფიციალური სტატუსის ცნობა ევროპელებს არ შეუძლიათ, ამის გარეშე კი ჟენევაში მიღებულ გადაწყვეტილებებს ძალა არ ექნება, რადგან რუსეთის მიერ არ იქნება რატიფიცირებული”, - წერს გაზეთი ”კომერსანტი”.
ნაკლებად კატეგორიულია ”ნეზავისიმაია გაზეტა”. ”ამ საღამოს დელეგაციები ვახშამზე შეიკრიბებიანო, - წერს გაზეთი, - ხვალ კი განაგრძობენ დიალოგს უსაფრთხოების შესახებ სამხრეთ კავკასიაში. მოსკოვსა და ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ, ბოლოს და ბოლოს, შეძლებენ საქმიანად დაილაპარაკონ”, - ვკითხულობთ ”ნეზავისიმაია გაზეტაში”.
ყველა გამოცემა რატომღაც განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას შეხვედრის 18 ნოემბრის ვახშამზე. ”ნეზავისიმაია გაზეტა” ამასთან დაკავშირებით ჟენევაში საგანგებო დიპლომატიურ წყაროსაც კი დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ სტუმრებს ბევრ გემრიელ კერძს მიართმევენ. ,,ჩვენ გადავწყვიტეთ დელეგაციის წევრებისათვის ეროვნებათა სასახლეში შეგვეკვეთა ვახშამი, რათა ერთმანეთი გაიცნონ და დისკუსია არაფორმალურ გარემოში დაიწყოს”, - აცნობა წყარომ. კითხვაზე, იქნება თუ არა სუფრაზე ქართული ღვინო, აფხაზური მანდარინები ან რაიმე რუსული სამზარეულოდან, დიპლომატმა უპასუხა, რომ სტუმრებისთვის უფრო საინტერესო იქნება ჟენევაში ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნონ.
გაზეთი ”ვრემია ნოვოსტეი” განიხილავს წინაპირობებს და პოლიტიკურ ფონს, რომელზეც ჟენევის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იხსენებს დმიტრი მედვედევის ამასწინანდელ განცხადებას, რომ არ სურს თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს ეურთიერთოს, თუმცა მზადაა აშენოს ურთიერთობები საქართველოსთან.
პოლიტიკის ექსპერტი სერგეი მარკედონოვი კი გაზეთ ”კომერსანტში” გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს: ,, სრულიად ნათელია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფუნდამენტური უთანხმოებაა. სიტუაციას განსაკუთრებით ამწვავებს ის, რომ, საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებაში რადიკალური ცვლილებებიც კი რომ მოხდეს, ამჟამინდელი ტენდენციები დიდად არ შეიცვლება. არავინ, ვინც კი უნდა მოვიდეს სააკაშვილის ნაცვლად, მოსკოვთან თანხმობის გზით არ წავა. რუსეთს ამასთან დაკავშირებით არ უნდა ჰქონდეს ილუზიები. გასათვალისწინებელია, რომ გიორგაძის მარიონეტული პარტიაც კი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკობს.”
”ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა: საერთოდ რა აზრი აქვს ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებას? საჭიროა ის გავარკვიოთ, რა პრობლემები შეიძლება გადაწყდეს თუნდაც მესამე, მეოთხე ან 25 - ე რაუნდზე”, - წერს სერგეი მარკედონოვი 18 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში.