დევნილთა პროფესიული და ბიზნეს ტრეინინგების პილოტური პროექტი დაიწყო. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ, რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის დაბინავებასთან ერთად, საჭიროა მათ დასაქმებაზეც ზრუნვა. ჯერჯერობით ხელისუფლება მხოლოდ დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობითაა დაკავებული. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ რა კეთდება აგვისტოს მოვლენების შედეგად დევნილი მოსახლეობის დასასაქმებლად.
აგვისტოს მოვლენების შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის რამდენიმე კომპაქტური დასახლება ნოემბრის ბოლოსთვის მზად უნდა იყოს. საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, თუმცა, პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, კომპაქტური ჩასახლების ადგილებში დევნილებისთვის სამუშაო ადგილებიც უნდა შეიქმნას:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „მთავარი არის, რომ ხალხს ჰქონდეს დასაქმების საშუალებები. ამიტომ მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ აქ ვაშენებთ ქაღალდის კომბინატს, ვაშენებთ სხვადასხვა მცირე საწარმოს იმისათვის, რომ ხალხს ჰქონდეს შემოსავლის წყარო, ხალხს შეეძლოს, ელემენტარულად, ამ სახლებში ცხოვრებისას თავისი ოჯახების რჩენა.“(სტილი დაცულია)
მცირე საწარმოების აშენების შემდეგ მას კვალიფიცირებული მუშახელი დასჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით სახელმწიფოს დევნილთა პროფესიული გადამზადების არც ერთი პროექტი არ დაუწყია. ინიციატივა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა იტვირთეს. „საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრმა კავკასიამ“, საქართველოში ეუთოს მისიის ფინანსური მხარდაჭერით, აგვისტოს მოვლენების შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის პროფესიული და ბიზნეს ტრეინინგების პროექტი დაიწყო. ამ ორგანიზაციის წევრი ანა ბერაძე პროექტის ძირითად მიზნებს განმარტავს:
[ანა ბერაძის ხმა] „პროექტი გულისხმობს დევნილების ტრეინინგს 5 სფეროში. გადამზადების შემდეგ კი შევარჩევთ კომპანიებს, რათა დევნილები აიყვანონ სტაჟირებაზე.“(სტილი დაცულია)
ანა ბერაძის ორგანიზაცია, საპილოტო პროექტის ფარგლებში, ასამდე დევნილს შეარჩევს და 2 თვის მანძილზე ოფისის მენეჯერის, მომსახურების სფეროს კონსულტანტის, სოფლის მეურნეობისა და სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების სპეციალობებში ტრეინინგებს ჩაუტარებს. მეორე ეტაპზე კი გადამზადებული დევნილები სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა კომპანიებში. პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ 30-მდე მოქალაქე სამუშაო ადგილსაც მიიღებს:
[ანა ბერაძის ხმა] „გვაქვს რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკება. კერძოდ, კომპანია ვესტელმა და ჯი-ემ-სი ჯგუფმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ რამდენიმე დევნილს მიიღებენ სტაჟირებაზე. ასევე სხვა კომპანიებთანაც გვაქვს მოლაპარაკება. გათვალისწინებული გვაქვს, რომ გადამზადებული დევნილებიდან 30 პროცენტი დასაქმდება სხვადასხვა კომპანიაში.“
ანა ბერაძეს იმედი აქვს, რომ, საპილოტო პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი დევნილის პროფესიულ მომზადებას და დასაქმებას შეძლებენ.
მხოლოდ თბილისში ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 12 ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც, უმუშევრობასთან ერთად, მძიმე სოციალურ პირობებსაც უჩივიან. დევნილების ერთმა ჯგუფმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია მოაწყო. ახალი მინისტრი კობა სუბელიანი მათ დაჰპირდა, რომ სოციალურ დახმარებას საბინაო პრობლემების მოგვარების შემდეგ მიიღებენ.