დეპუტატებმა მცირედი შენიშვნების გამოთქმის შემდეგ გასული წლის საფინანსო კანონის შესრულება მოიწონეს და ანგარიშიც დაამტკიცეს. ბიუჯეტის მონიტორინგზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით კი, 2007 წლის ფინანსური გეგმის შესრულებისას სერიოზული დარღვევები აღინიშნა.
გასული წლის ბიუჯეტი 5.5 მილიარდი ლარის ფარგლებში იყო და მის ძირითად პრიორიტეტს სოციალური ხარჯები წარმოადგენდა. ბოლო წლების ტრადიციების შესაბამისად, გასული წლის საფინანსო გეგმაც გადაჭარბებით შესრულდა და სახელმწიფო ხაზინაში რამდენიმე ასეული მილიონი ლარი აუთვისებელიც კი დარჩა. აი, როგორ აფასებს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა თორდია:
[ლაშა თორდიას ხმა] „დადებითად შეიძლება შეფასდეს ბიუჯეტის შესრულება. 2007 წლის ბიუჯეტი იყო სოციალურად ორიენტირებული, რაც გულისხმობდა პენსიების გაზრდას 55 ლარამდე. ასევე ჩატარდა მონეტიზაციის რეფორმა და ჩვენ, ფაქტობრივად, მივესალმებით ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ ბიუჯეტში იყო ასახული.“
გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმართ განსაკუთრებული შენიშვნები არც ოპოზიციას გამოუთქვამს. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა ლალიაშვილის, კომენტარი:
[ნიკა ლალიაშვილის ხმა] „რა ბიუჯეტიც იყო დამტკიცებული წლის დასაწყისში, ისე წარიმართა ყველაფერი. თუმცა, რა თქმა უნდა, იქ რაღაც მიმართულებები შეცვლილია, არჩევნებიდან გამომდინარე. ყოველ შემთხვევაში, იქ რამე უკანონო მე ვერ შევამჩნიე.“
2007 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმართ უფრო კრიტიკულია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი, იურისტი თათული თოდუა. იგი იმ პროექტის ექსპერტია, რომელიც ბიუჯეტის სპეციალური ფონდების საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს. ესენია მთავრობის სარეზერვო და პრეზიდენტის ფონდები. თათული თოდუას განცხადებით, ბიუჯეტის კანონის მიხედვით, თითოეული ფონდის მოცულობა 25 მილიონ ლარს შეადგენდა:
[თათული თოდუას ხმა] „ადგილი ჰქონდა ძალიან სერიოზულ გადახარჯვას. მთავრობის შემთხვევაში მოხდა 90 მილიონის განკარგვა, ნაცვლად 25 მილიონისა. პრეზიდენტის შემთხვევაში მოხდა ინფორმაციის დაბლოკვა და, ჩვენს ხელთ არსებული ფრაგმენტული ინფორმაციით, გადახარჯვას იქაც ჰქონდა ადგილი.“(სტილი დაცულია)
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლაშა თორდიას განცხადებით, ფონდების ხარჯების გაზრდა წლის მანძილზე განხორციელებულ საბიუჯეტო ცვლილებებში აისახა:
[ლაშა თორდიას ხმა] „ბიუჯეტში შედიოდა ცვლილებები, რომელშიც გათვალისწინებული იყო ხარჯები, რომლებიც სტიქიურ უბედურებებს ხმარდებოდა, ასევე იმ აუცილებელ ღონისძიებებს, რომლებიც საჭიროებდნენ დაფინანსებას. ასე რომ, ყველაფერი ხდებოდა კანონის ჩარჩოებში.“(სტილი დაცულია)
ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენლის ინფორმაციით, 2007 წელს სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციას მხოლოდ 5 მილიონი ლარი მოხმარდა და დანარჩენი სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის დაიხარჯა. არადა, ეს ღონისძიებები პროგნოზირებადი იყო და, შესაბამისად, მათი ასახვა თავისუფლად შეიძლებოდა ბიუჯეტის კანონში. თათული თოდუას კომენტარი:
[თათული თოდუას ხმა] „რა თქმა უნდა, ეს არის ტრაგიკული ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად აჩვენებს, რომ პრობლემა არის კანონის უზენაესობასთან მიმართებაში. კანონი ამბობს ერთს, თუმცა რეალობაში ის არ სრულდება და სერიოზულ გადახარჯვებთან გვაქვს საქმე.“(სტილი დაცულია)
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბიუჯეტის კანონის დარღვევა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველს წარმოადგენს.